x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საერთოდ არ იქნება ჩემი ფეხი თქვენთან, მე ვარ, ძაან მოშლილი - ვინ გააბრაზა ია ფარულავა
image
მსახიობი და „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემის ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


როგორც ფარულავა წერს, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში საბანკო ბარათი დარჩა, რომელსაც რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა.


მისი თქმით, როდესაც გაარკვია სად იყო ბარათი მივიდა ადგილზე და პირადობის გარეშე არ უბრუნებენ.


მისივე თქმით, ის აღნიშნულ ობიექტზე მისვლას აღარ აპირებს.



„მილიონებია აქ ჩაყრილი და თურმე თუ დაგრჩება ბარათი, არ უნდა გაგაგებინონ და ფრონტ დესკსგადასცენ. მოვედი და პირადობის გარეშე არ მიბრუნებენ. ჩემს ერთი ბეწო, 15 ნომრიან სასტუმროში, რაღაც როცა იკარგება, ვურეკავთ ბარათის მფლობელს, ვრეკავთ ბანკში და ვატყობინებთ, რომ ბარათი დაიკარგა.

ჩემი ტელეფონის ნომერი ყველამ იცის. დიდი მადლობა, რომ დილიდან ამშალეთ და ორი დღე რომ ბარათს ვეძებდი. საერთოდ არ იქნება ჩემი ფეხი თქვენთან. ვიცი, რომ თქვენ ამით, საერთოდ არაფერი დაგაკლდებათ, მაგრამ მე მიხარია თქვენი წარმატებები, უბრალოდ მე ვარ, ძაან მოშლილი. ორი დღეა ბარათს ვეძებ”, – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

0
745
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0