x
image
კატაპულტი
გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო)
image



მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული კულტურა და ტრადიციები გააჩნია. ქვემოთ გაგაცნობთ მეტად საინტერესო და გიჟურ ტრადიციებს, რომლებიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია დამკვიდრებული.


მაშ ასე,


1. “ფერების ფესტივალი".ინდოეთი.



ეს ტრადიცია დღესდღეობით მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა სათავეს ინდოეთიდან იღებს.

image

ტრადიციულად, “ფერების ფესტივალი" ყოველწლიურად, გაზაფხულის პერიოდში იმართება ჩრდილოეთ ინდოეთში და ის 2- დან 10 -დღემდე გრძელდება. დღესასწაული დაახლოებით თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იმართება, გაზაფხულის პირველი სავსე მთვარეობიდან 5 დღის შემდეგ. ინდოელები ფერადი პუდრითა და წყლით იღებებიან.ისინი ასე ბოროტ ძალებზე გამარჯვებას ზეიმობენ.

image


image
2. “ტომატინა". ესპანეთი.



ამ ტრადიციას ესპანეთში არავითარი პოლიტიკური და რელიგიური საფუძველი არ გააჩნია. ესპანელები უბრალოდ, თვლიან, რომ მიზეზის გარეშე შეუძლიათ ასეთი გართობა მოაწყონ.

image

ყოველწლიურად, ვალენსიაში, აგვისტოს მიწურულს პომიდორების სროლაში მონაწილეობას 40 000 ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი ღებულობს. დაახლოებით ტონამდე პომიდორი ცვივა ყველა მხრიდან ქალაქში და ეს 1940 წლიდან ხდება. მიუხედავად გიჟური ტრადიციისა, მეორე დღეს მონაწილეები თავად ასუფთავებენ ქუჩებს.

imageimage

3. “სველი ორშაბათი". პოლონეთი.

image

ყოველ წელს, აღდგომის ორშაბათს, პოლონეთში იმართება “სველი ორშაბათი". ტრადიციის მიხედვით, მამაკაცები შპრიცებით წუწავენ გოგონებს. ეს ჩვეულება შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, როდესაც მამაკაცი საყვარელ ქალს ან უბრალოდ ლამაზ მანდილოსანს წუწავდა. გოგონას, რომელსაც ამ დღეს თავზე წვეთი წყალი არ მოხვდებოდა, ერთი წლის განმავლობაში გათხოვების უფლება არ ჰქონდა.

image

4. “კანამარა- მაცური". იაპონია.

image

რეალურად ეს არის პენისის ფესტივალი. იაპონელებისათვის მამაკაცის მთავარი ღირსება ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება, სწორედ ამიტომ პენისის გიგანტური დეკორაციები ქალაქებში საზეიმოდ მოგზაურობენ.

image

5. “მწვანე დღე". ირლანდია.

image

ირლანდიაში, ყოველი წლის 17 მარტს, წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, მთელი ირლანდია გამწვანებულია, რადგან წმინდა პატრიკი ქვეყნის დამცველადაა მიჩნეული.image

ასევე საინტერესოა:

ყველაზე უცნაური და კურიოზული სიკვდილის შემთხვევები

სტუდენტმა ფუტკარს საკუთარ სასქესო ორგანოზე აკბენინა

უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი ისტორიებით

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია (15 უცნაურობა

1
1627
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1627
  
2019, 20 ოქტომბერი, 1:08
მეოთხე ფესტივალის შესახებ გრიგოლიჩს არ გააგებინოთ თორე ეგრევე ჩაატარებს პარლამენტში და მსოფლიოს თვალში ტავი მოგვეჭრება ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი პიტალო რომ გვყავს
0 1 1