x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ბორია კარგად აჯილდოვებს თავის ჯალათებს და თქვენ იჯექით და უყურეთ! ფუ!" - ანიტა რაჭველიშვილი გახარიას გაპრემიერებას

image


ცნობილი ქართველი მეცო - სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, როგორც დღეს გახდა ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერის სავარძელში გადაინაცვლა, ხოლო "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა: "გახარიას დაწინაურება არის საუკუნის კრიმინალი! საზეიმო ღონისძიებაზე თვალები რომ დათხარეთ იმ ახალგაზრდების მოწვევა არ დაგავიწყდეთ! ბორია კარგად აჯილდოვებს თავის ჯალათებს და თქვენ იჯექით უყურეთ! არაფერი არ გააკეთოთ კაცო, ხვალ თქვენს შვილებს კი არ დათხრიან თვალებს?! მაგისგან თქვენ დაცულები ხართ! ფუ!" - დაწერა ოპერის მომღერალმა სოციალურ ქსელში.



0
257
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
257