x
image
ეკა ლაცკა
,,მე ასეთი დიდებული სიყვარულის ჩრდილქვეშ გავიზარდე"- ასტრიდ ლინდგრენი
image

“მამა ჩვიდმეტი წლის იყო, როცა ბაზარში გოგონა დაინახა. თოთხმეტი წლის გოგონა ცისფერ კაბაში, ცისფერი ბაფთით. და შეუყვარდა.

ელოდა, სანამ გახდებოდა თვრამეტის, მერე სთხოვა ცოლობა და შეირთო...

image

ის მას აღმერთებდა...

ისინი საკმაოდ ღარიბი ფერმერები იყვნენ.


დედა წველიდა ძროხებს, აკეთებდა ყველა საქმეს, მაგრამ ცხოვრობდნენ და ხარობდნენ ყოველი გავლილი დღით.

ასე ბოლომდე.

და ასე გულწრფელად, გულისშემძვრელად და ლამაზად!

image


მე მინახავს კარგი ადამიანები კარგ ოჯახებში როგორ კამათობდნენ იმაზე, თუ ვის უნდა დაედგა ჩაიდანი.

ჩვენთან კი პირიქით, ყველას თვითონ უნდოდა გაეკეთებინა ყველა საქმე.

როცა შენი ცხოვრების თანამგზავრს უნდა მეტი აიღოს თავისთავზე, მაშინ შენც გინდება იტვირთო უფრო მეტი... აქ საინტერესოა მექანიზმი. მე ამას დავუკვირდი.

რაც უფრო ცოტას იღებს თავისთავზე შენი გვერდით მდგომი, მით უფრო ცოტას ტვირთულობ შენც.

და პირიქით...

image


ჩვენი მშობლები ხელიდან აცლიდნენ ერთმანეთს ოჯახურ საქმეებს, უსიამოვნო და მძიმე დავალებებს - ყველას უნდოდა გაეკეთებინა სხვის მაგივრად...


კიდევ მახსოვს, დილაობით მამა პირს რომ იპარსავდა, მღეროდა.

დედა ეტყოდა: “შეწყვიტე სიმღერა - ყურადღებას მიფანტავ".

დედა იმ დროისთვის რომელიღაც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობდა და დილაობით ანგარიშების წერა უწევდა.

მამა კი პასუხობდა, - მიკვირს, რატომ ამახსოვრდებათ ასეთი რამეები ადამიანებს,

- ის პასუხობდა: “კარგი, მე არ ვიმღერებ, მაგრამ გავა დრო და მერე იფიქრებ, რა დასანანია, რომ ის მეტად არ მღერის. რა კარგი იქნებოდა, რომ მას ისევ ემღერა".

image


ბედნიერი და სასიხარულო აღმოჩნდა მათი ქორწინება - მათი სულისა და მისწრაფებების ერთიანობა.

მეტად მე არ შევხვედრილვარ მსგავს ქორწინებას.

არა მხოლოდ ღრმასა და სერიოზულს, არამედ ყოველ მოცემულ წამში ბედნიერსა და მხიარულს.


ყოველი დილა იწყებოდა მამის ლოცვით - ის მადლობდა ღმერთს, რომ მას გამოუგზავნა ასეთი საოცრება-ცოლი, ასეთი საოცრება-სიყვარული, ასეთი საოცრება-გრძნობა.

და აი ჩვენ ასეთი საოცარი და დიდებული სიყვარულის ჩრდილქვეშ გავიზარდეთ...

image

კითხვა. : - მერე?
პასუხი. : - მერე, გარდაიცვალა დედა.
კითხვა: - მამა?
პასუხი: - მამა ცოცხალია.
კითხვა: - და როგორ გადაიტანა ასეთი საშინელი დარტყმა?
პასუხი: - რას ამბობთ, ის ყოველდღე ადიდებს ღმერთს, თვითონ რომ ერგო განშორების ტკივილი და არა მას..."

ასტრიდ ლინდგრენი.
ჩაიწერა ლილიანა ლუნგინამ.

image

0
388
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0