x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
,,რუსთავი 2" იყო სააკაშვილის ,,პროპაგანდონი" - პეტრე მამრაძე ,,რუსთავი2"- ,ის შესახებ
ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ის შესახებ საუბრები კვლავაც არ წყდება. ამჯერად გთავაზობთ პეტრე მამრაძის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია “ობიექტივის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, “რუსთავი 2" იყო სააკაშვილის პროპაგანდონი".

image

“რუსეთში ყველა ტელევიზია გაკონტროლებულია, აბსოლუტურად ყველა ვერტიკალია პუტინისა, მაგრამ არიან ცალკეული წამყვანები, რომლებიც დუჟმორეული ყვირიან, როგორც გვარამია, როგორც გაბუნია, და იმ ტელევიზიებს უწოდებენ პუტინის პროპაგანდონი. “რუსთავი 2" ამ წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის პირადი “რუპორი" და შესაბამისად, სააკაშვილის “პროპაგანდონი" - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

image


შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ უკვე მიიღო ტელეკომპანია.“იბერია"- სგან ნებართვა, რომ მაუწყებლობა ახალმა ტელევიზიამ, “მთავარმა არხმა" ტრანსლაცია მისი შენობიდან და მისი აპარატურით განახორციელოს. ახალი ტელევიზია მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს და “მთავარ არხზე" საინფორმაციო გამოშვებას კვლავ “კურიერის" ძირითადი გუნდი წაიყვანს. ახალ ტელევიზიაში “კომედი შოუს" გუნდის ნაწილიც გადავიდა.


ნიკა გვარამიას განცხადებით, “ახალი არხი" იმაზე უფრო მეტად კრიტიკული იქნება, ვიდრე “რუსთავი 2 " იყო .


რაც შეეხება პეტრე მამრაძეს, 2008- 2012 წლებში ის პარლამენტის წევრი გახლდათ სწორედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პარტიული სიით.

თქვენთვის საინტერესო:

რა არის ელექტრონული სამაჯური, რომელიც ნიკა მელიამაც უნდა ატაროს?!

მიხეილ სააკაშვილი – გმირი, თუ დიდი პოლიტიკური თეატრის პერსონაჟი?!

0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0