x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იაპონელებმა მფრინავი სახლების მშენებლობა ისწავლეს


image


იაპონია დიდი ხანია გვაოცებს უპრეცედენტო პროექტებით. იაპონელებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა შექმნან სეისმურად უსაფრთხო მფრინავი სახლები.


ამომავალი მზის ქვეყანაში, სადაც მიწისძვრები იწვევს უზარმაზარ ნგრევას და ასობით ათასი ადამიანის დაღუპვას, შეიქმნა პროექტი ისეთი სახლების, რომლებიც მიწის ზემოთ აფრინდება. იმ მომენტში, როდესაც მიწისძვრა მოხდება, ისინი ოდნავ მაღლა ავლენ ზედაპირზე, რაც ხელს შეუშლის გარდაუვალ ზარალს. როდესაც ბუნებრივი სტიქია ნორმაში ჩადგება, სახლები ადგილზე დაბრუნდება.


image



იაპონელმა მეცნიერებმა პირველად ეს უნიკალური ტექნოლოგია დანერგეს დაახლოებით ათი წლის წინ, თუმცა, ამან სერიოზული ყურადღება მიიპყრო მხოლოდ 2011 წელს, როდესაც ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ, არა მხოლოდ ადამიანები და სამრეწველო საწარმოები, არამედ, წარმოიქმნა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეც.



image


იაპონური კომპანიის Air Danshin Systems Inc. - ის ინოვაციების წყალობით, მფრინავი სახლების პროექტი შეიმუშავეს. მოახლოებული სეისმური საშიშროების დროს, თუნდაც ოდნავი ბიძგის დროს, ჰაერით სავსე სპეციალური ბალიშები მაღლა წევს შენობას. მიწისქვეშა ბიძგებზე შეტყობინება მოდის სპეციალური მოწყობილობისგან, რომელიც აღჭურვილია სეისმოლოგიური სენსორებით.


სენსორი გადასცემს სიგნალს სახლის ქვეშ მდებარე კომპრესორს, რომელიც ბალიშს ავსებს ჰაერით 10-15 წამში. საჰაერო ლენტის სისქე მიწასა და სახლის საფუძველს შორის არის რამდენიმე სანტიმეტრი, მაგრამ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ სახლი ჰაერში აიწიოს. მიწისძვრის შეწყვეტის შემდეგ სახლი ჯდება ჩარჩოში, რომელიც მდებარეობს სახლის პერიმეტრის გარშემო.


დღეს, ამომავალი მზის ქვეყანაში ასზე მეტი ასეთი სახლი აშენდა ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.




0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0