x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხანგრძლივი ცხოვრება და ნაკლები სამუშაო-ჩინელი მილიარდერი მომავლის ცხოვრებაზე

image
ჩინური კომპანია Alibaba- ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეკ მამ თავისი გამოსვლაში კაცობრიობის უახლოეს მომავალზე თავის მოსაზრებებზე ისაუბრა.


შანხაიში Tesla– ს აღმასრულებელ დირექტორთან ილონ მასკთან ინტერვიუში ხელოვნური ინტელექტის განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე მან თქვა, რომ ტექნოლოგიური მიღწევები საშუალებას მისცემს ხალხს უფრო დიდხანს იცხოვრონ და იმუშაონ ბევრად ნაკლები, ვიდრე ახლა.


მისივე თქმით, მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა ბიოტექნოლოგიის გამო 100-200 წლამდე გაიზრდება, ხოლო ტექნოლოგიური წინსვლა ხალხს მეტ საშუალებას მისცემს, რათა დატკბნენ ცხოვრებისეული სიხარულით.


"მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ დროს მისცემს ხალხს იმისთვის, რომ ისიამოვნონ იმით, რომ ადამიანები არიან. არ მგონია, რომ მომავალში გაიზარდოს სამუშაოს მოცულობა. ჩვენ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, რომ ხალხი ბედნიერი გავხადოთ.- თქვა მილიარდერმა.



ჯეკ მა თვლის, რომ ახლა ქვეყნების მთავრობებმა უნდა დაიწყონ განათლების სისტემის რეფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები დაიწყება. იდეალურმა საგანმანათლებლო სისტემამ უნდა გახადოს ადამიანები უფრო კრეატიული, რომ იპოვონ სამუშაო, რომელიც კვირაში სამი დღე იქნება, დღეში ოთხ საათი სამუშაო დროთი.


ჩინელები გაკვირვებული არიან ამგვარი პროგნოზით, განსაკუთრებით სამუშაო კვირის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, რადგან, მანამდე მილიარდერი მომხრე იყო, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სამუშაო გრაფიკის, ჩვეულებრივ, ჩინურ კომპანიებში.


"თუ ამ რეჟიმში არ მუშაობთ, როდესაც ახალგაზრდა ხართ, მაშინ როდის გექნებათ ასეთი შესაძლებლობა?" - თქვა ჯეკ მამ და მუშაობის ამ რეჟიმს "დიდი კურთხევა" უწოდა ახალგაზრდებისთვის.


0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0