x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95778
  • ვიდეო:343130
  • სურათი:457742
ნარკომოვაჭრეს სოციალურ ქსელში ტრაბახი 17 წელი ციხე დაუჯდა

imageნარკომოვაჭრე უაეტ პასეკს(Wyatt Pasek) სპციალურ ქსელში ტრაბახი განცხრომით ცხოვრების შესახებ 17 წელი ციხე დაუჯდა, ამის შესახებ იტყობინება Mirror-ი.

22 წლის ახალგაზრდას ორ თანამზრახველთან ერთად ჰქონდა შექმნილი მინი- ფაბრიკა სადაც ამზადებდნენ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს, რომელიც შეიცავდა ოპიოიდებს, იატაკქვეშა ლაბორატორია კუნძულ ბალბოაზე (კალიფორნია) ჰქონდა გახსნილი, სადაც ათასობით ტაბლეტს ამზადებდა.ნედლეულს ახალგაზრდას ჩინელი მიმწოდებლისგან იღებდა.

პრეპარატი, რომელიც აშშ -ში ფართოდაა გავრცელებული რეცეპტურით გაიცემა და ითვლება ტკივილგამაყუჩებლად, თუმცა შეიცავს ოპიოდურ ანელგეტიკს, რომლის გადაჭარბებული დოზა ნარკოტიკულ თრობას იწვევს.

პოლიციამ იატაკქვეშა ლაბორატორიის ჩხრეკის დროს ამოიღო 100 000 ტაბლეტი.

ახალგაზრდა მამაკაცი მუდმივად აქვეყნებდა სოციალურ ქსელში ფოტოებს საკუთარი განცხრომით ცხოვრების შესახებ: პრესტიჟული ავტომობილები, ფულის შეკვრით და იარაღით ხელში, გოგონებთან ერთად და ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელებით და ა.შ.

image
თავად ახალგაზრდა ამტჯიცებდა, რომ თითქოს ფულს წარმატებული საინვესტიციო სტრატეგიით შოულობდა, თუმცა ერთხელაც მისი ფოტოებით სამართალდამცავები დაინტერესდნენ..თითქმის 6 თვე მოუწია პოლიციას მისი თვალთვალს და მტკიცებულებების შეგროვებას.

image

0
197
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0