x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამ სტატიის დაწერა მაიძულა ქართველი სამხედრო ვეტერანების თუ მოქმედი სამხედროების მიმართ საზოგადოების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ

image მე ქართველი მებრძოლი ვარ, ჩემი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი (მაიორი ვარ, მაგრამ სამშობლოსათვის მეც ჯარისკაცი ვარ), რომელიც ფიცს აძლევს არა პრეზიდენტებს ან ხელისუფლებას, არამედ საკუთარ სამშობლოს.
პრეზიდენტები და ხელისუფლება იცვლება, სამშობლო კი რჩება.
მე საზოგადოებაში ძალოვანი სტრუქტურებისადმი გაჩენილი შეუწყნარებლობის და გარკვეულწილად მათ მიმართ აშკარად გამოხატულმა სიძულვილმა გამაბედინა დამეწერა ეს სტატია.
დავიწყებ იმით, რომ "ქვეყანა, და საზოგადოება, რომელიც თავის ვეტერანებს პატივს არ სცემს, როგორც საზოგადოება და როგორც სახელმწიფო ვერ შესდგება".
ბევრი რამ დავივიწყე ჩემი ცხოვრებიდან შეგნებულად, მაგრამ არასდროს დამავიწყდება შავ ფორმაში სამსახურისკენ მიმავალს ქართველმა ქალმა, როგორ მომაძახა ქალაქის ცენტრში-მკვლელო!
შემოვბრუნდი საკადრისი პასუხი, რომ გამეცა, მაგრამ შავოსანი ქალის დანახვამ შემაჩერა.
გვიან გავიგე მისი შვილი წინა ხელისუფლების დროს მოუკლავთ შეცდომით "კუდის" თანამშრომლებს.
სამსახურის პიკაპიდან გამოსულს უამრავჯერ შემხვედრია ზიზღით სავსე მზერა, დამცინაცი სიტყვების კასკადიც, რისთვის გვჭირდება ჯარი, ვინმემ ნახეთ ამათ მიერ მოგებული ომი?
თავადაც სოხუმელი ვარ, ჩემი წინაპრების და ნათესავების დიდი ნაწილი სოხუმელები არიან, მე უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მე სისხლი, ხორცით და მენტალიტეტით ქართველი ვარ, ქართველი, რომლისთვისაც სულერთი არაა ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ი, რომ ოკუპირებულია.
პროფესიით გამნაღმველი ვარ, ძალიან დიდი რაოდენობის ნაღმი მაქვს გაუვნებელჰყოფილი, რომლებსაც შეეძლო ათასობით ადამიანის მოკვლა და მით უფრო დასახიჩრება, აქედან გამომდინარე მე, როგორც საქართველოს ჯარისკაცი არ ვიმსახურებ ზიზღნარევ მზერას.
მე მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთშიც და 2008 წელს სამაჩაბლოშიც ვარ ნაბრძოლი ვეტერანის სტატუსს არ ვიღებ შეგნებულად, მე მირჩევნია თუნდაც რიგით ჯარისკაცად ვიბრძოლო ოკუპანტების ან სეპარატისტების წინააღმდეგ, ვიდრე ოფიცრის წოდებით ვიჯდე სახლში.
ჩემო ქართველებო! გთხოვთ, გემუდარებით გულს ნუ ატკენთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის უბრძოლიათ და საჭიროების შემთხვევაში დაუფიქრებლად ჩაიცვამენ ფორმას მომხდურთან საბრძოლველად.
მე რაც გინდათ ის მომაძახეთ, ღმერთმა ხომ იცის ჩემი სიმართლე და სხვის ცინიკურ დამოკიდებულებას ავიტან, რადგან თითოეული ქართველი ჩემთვის ძვირფასია.
ბევრს არაფერს ითხოვს ეს ხალხი, თბილი მზერით გააცილეთ მხოლოდ, უბინაობასაც აიტანენ, მიზერულ პენსიასაც, მაგრამ ქართველების ზიზღნარევ მზერას არც იმსახურებენ და ვერც აიტანენ.
პატივისცემით ჩემი დაჩაგრული, მაგრამ მაინც დაუჩოქებელი ქართველი ერისადმი!!!
P.S
აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი მიწაა და ჩვენ დავბრუნდებით.
ჩემი მეგობრის, საქართველოს ერთგული ჯარისკაცის- გიორგი კასრაძის მიმართვა სეპარატისტებს.

0
68
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
68