x
image
Yoona
შინაურული ყველი ძალიან მარტივი რეცეპტით
შინაურული ყველის მომზადება რთული სულაც არაა. ასეთი ყველი ბავშვებს შეგიძლიათ თამამად მისცეთ, რადგან მასში არომატული დანამატები და საღებავები არ იქნება.

image

ინგრედიენტები:

500 გრ ხაჭო (9%)


500 მლ რძე (რაც უფრო ცხიმიანი, მით უკეთესი)

50 გრ კარაქი

ნახევარი ჩ/კ სოდა

1 კვერცხი

მარილი გემოვნებით


მომზადება:

1. ქვაბში რძე ჩაასხით. ხაჭო დაუმატეთ და ხის კოვზით აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 10-15 წუთით ადუღეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ, ასე ხაჭო ქვაბს არ მიეკვრება.


2. ახლა წვრილ საწურში გადაწურეთ.


3. შრატის დაწურვას დაელოდეთ. მანამდე კარაქი გაადნეთ და მასში კვერცხი ათქვიფეთ, შემდეგ სოდა დაუმატეთ. როცა კარაქი სოდას და კვერცხს შეერევა, შეგიძლიათ მოხარშულ ხაჭოს დაუმატოთ.


4. კვლავ მინიმუმ აწეულ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. 5 წუთი დაგჭირდებათ. თუ შეამჩნევთ, რომ მასა ძალიან გამოშრა, ცოტა შრატი დაუმატეთ. როცა ყველს ნაზი ყვითელი ფერი ექნება, ცეცხლიდან გადმოდგით.


5. ფორმა მოამზადეთ, მარლა ჩააფინეთ და მასა ჩაასხით. მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ, რომ გამაგრდეს.


6. ესეც ასე, შინაურული ყველი მზადაა. ის ბუტერბროდისთვის გამოდგება. მიღებული ყველი ძალიან მარილიანი არაა, მაგრამ მარილის შემადგენლობა შეგიძლიათ თავად გააკონტროლოთ. მაღაზიაში ნაყიდს ბევრად სჯობს!


ასევე დაგაინტერესებთ:

სახლის იდეალური შესქელებული რძე მხოლოდ 10 წუთში

image

სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით

image

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

image

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

image

მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
310
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
310