x
image
ელენე გუმა
"ვაი,სკოლის დაწყებას, ვაი,ჩანთიანი ბავშვების დანახვას დე, ვიბღავლე წუხელ შენს საფლავზე"
image
ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიისას დაღუპული 16წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:


"გუშინ არ შემეძლო დამეწერა დეო...
მძულს თარიღი, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა...26...საბას დაბადების რცხვი, 26-ში საბა 26 წლის გახდა წელს....
გავიდა კი არა გადაიღვენთა, გადაიწელა, გადაბინდდა და მეტად ჩამუქდა ეს სამი თვე. არდადეგები მთავრდება დეოოო...შენ რომ მეგულვები სოფელში ან სადმე...ოღონდ იქ არა დე, სადაც მყავხარ და ვითომ რომ არდადეგებზე ხარ წასული დეეე....მთავრდება დედა და მე ან შენ რა გვეშველება სკვიიინჩ...
ვინ უნდა წავიდეს დამოუკიდებლად სასკოლო საყიდლებზე დედიიიი...ვინ მეტყვის დიდი ვარ და ჩემით უნდა ვიყიდო რაც მინდაო.თადარიგი რით დავიჭირო დეო, შენი მეთორმეტეკლასელობის დეო...
ვაი, სკოლის დაწყებას დედი, ვაი, ჩანთიანი ბავშვების დანახვას დეეე...ვაია ჩემი ყოფა დედიკონა, მაგრამ შენ სად მყავხარ დედი?!
ვიბღავლე დედი წუხელ შენს საფლავზე, გემუდარე დეო რატომ არ მესიზმრებითქო და ისეთი გნახე სიზმარში გული უფრო ამიდუღე....
ჩემო ღიმილავ...შენი ლამაზი და რომ მომეჩვენა თბილი, აი ის თითები მიდგას ეს თვეებია თვალწინ...მერე შენი დაბადების პირველივე წამები, რომ გაჩნდი და ექიმს ვკითხე პატარა ცხვირი აქვსთქო? რა პატარაო, მშვენიერი სწორი და საკმარისი ცხვირი აქვსო....სალოს და საბას რომ ჩემი ცხვირი ჰქონდათ, მინდოდა შენ მამას მსგავსებოდი და მართლაც ფიზიკურად არ მგავდი დეო, მაგრამ ხასიათი სულ ჩემი გქონდა დეეე.....
მერე იზრდები დედი, შენი ნაბიჯები, შენი ლაპარაკი, ბაღში წასვლა, სკოლა, და ასე როდის გამეზარდე ამხელა გოგო სოფი?! უცებ გამეზარდე და ჰა, უცებვე გამომეცალე დეო....რა იყო შენი და ჩემი ურთიერთობა დე?! რატომ დე?!"



26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.


ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.



მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი 27 მაისს იპოვეს.

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0