x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?
image

მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ითვლება სისხლდენის დაწყების დღიდან შემდეგი თვიურის დაწყებამდე. ციკლის ხანგრძლივობამ შესაძლოა ამოგვაცნობინოს ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც მოქმედებს იმაზე, დაიწყება თუ არა ოვულაცია (მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა) ციკლისას. ოვულაციის გარეშე კი დაორსულება შეუძლებელია.

ნორმალური მენსტრუალური ციკლი
დღე: 21- 35 დღე
ოვულაციის მაჩვენებელი: რეგულარული ციკლები აჩვენებს, რომ ოვულაცია მოხდა
რას გვიჩვენებს ნორმალური ციკლი?
ნორმალური ხანგრძლივობის ციკლები მიგვანიშნებს რეგულარულ ოვულაციაზე და რომ ყველა სასქესო ჰორმონი დაბალანსებულია, რომ დაეხმაროს კვერცუჯრედის ბუნებრივ განაყოფიერებას.



მოკლე მენსტრუალური ციკლი



დღე: 21-ზე ცოტა
ოვულაციის მაჩვენებელი: შესაძლოა ოვულაცია არ მოხდა ან მოხდა იმაზე ადრე, ვიდრე ნორმალურია
რას გვიჩვენებს მოკლე მენსტრუალური ციკლი?
მოკლე მენსტრუალური ციკლი
მიგვანიშნებს, რომ საკვერცხეებში მცირე რაოდენობის კვერცხია და შეიძლება მენოპაუზა დადგეს, ან ოვულაცია არ ხდება. თუ სისხლის ანალიზიც ამას ამტკიცებს, კვერცხუჯრედის ბუნებრივი განაყოფიერება შესაძლოა უფრო გართულდეს.
რა იწვევს მოკლე მენსტრუალურ ციკლს?

რაც უფრო ხანში შედის ქალი, მით უფრო მოკლდება მისი მენსტრუალური ციკლი. როცა საკვერცხეში კვერცხების რადენობა კლებულობს, ტვინი მეტ ფოლიკულოსტიმულირებად ჰორმონს (FSH) უშვებს, რათა მათ მოახდინონ საკვერცხეების სტიმულაცია, განავითარონ ფოლიკულა. შედეგად, ფოლიკულა ვითარდება დროზე ადრე და ოვულაციაც – შესაბამისად. ეს იწვევს მოკლე მენსტრუალურ ციკლს. გარდა ამისა, ზოგჯერ სისხლდენა შესაძლოა მაშინაც დაიწყოს, როცა ოვულაცია არ ხდება და ესეც მოკლე ციკლის მაჩვენებელია.



გრძელი ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

დღე: 35 დღეზე მეტი
ოვულაციის მაჩვენებელი: ოვულაცია ან არ ხდება, ან ხდება არარეგულარულად.
რაზე მიგვანიშნებს გრძელი მენსტრუალური ციკლი? გრძელი ციკლი გვიჩვენებს, რომ ოვულაცია არ ხდება, ან არარეგულარულია, რამაც შესაძლოა განაყოფიერება რთული გახადოს.
რა იწვევს გრძელ მენსტრუალურ ციკლს?

გრძელი ციკლი არის რეგულარული ოვულაციის ნაკლებობის შედეგი. ნორმალური ციკლისას პროგესტერონის შემცირება იწვევს სისხლდენას. თუ ფოლიკულა არ მომწიფდება და არ გამოვა საკვერციდან, პროგესტერონი არ გამოთავისუფლდება და საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილი გააგრძელებს სისქეში ზრდას ესტროგენის საპასუხოდ. საბოლოოდ, იმდენად სქელდება, რომ ხდება უმდგრადი და, როგორც აგურების კოშკი, ეცემა, იწყება სისხლდენა. სისხლდენა შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი, ხშირად ძალიან ძლიერი და გრძელვადიანი.

მრავალი მიზეზი აქვს ანოვულაციას, რაც აღნიშნავს მოვლენას, როცა საკვერცხეები არ გამოდევნიან მომწიფებულ კვერცხებს რეგულარულად. შესაძლოა ანოვულაცია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ ან ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდამ, რაც იწვევს ტვინის ფუნქციის დაქვეითებას, დაუკავშირდეს საკვერცხეებს.
გარდა ამისა, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომსაც (PCOS), რომელსაც იწვევს სასქესო ჰორმონების დისბალანსი, შეუძლია გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა. ჰორმონალური დისბალანსი, არა მხოლოდ ოვულაციაზე და ნაყოფიერებაზე მოქმედებს, არამედ ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკსაც.


როცა მენსტეუალური სისხლდენა 5-7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება


დღე: 7 დღეზე მეტი
ოვულაციის მაჩვენებელი: შესაძლოა ოვულაცია არ მომხდარა
რაზე მიგვანიშნებს გახანგრძლივებული სისხლდენა?
გახანგრძლივებული სისხლდენა გვიჩვენებს, რომ ან ოვულაცია არ ხდება რეგულარულად და რაღაც ხელს უშლის საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილის ზრდას, ან პრობლემა სისხლის კოლტების ფორმირებასთან გვაქვს.

რა იწვევს გახანგრძლივებულ სისხლდენას?
სისხლდენა მენსტრუაციებს შორის ან გახანგრძლივებული სისხლდენა შესაძლოა პოლიპების ბრალი იყოს, ფიბრომის, კიბოს, ან სხვა მიზეზი საშვილოსნოში ან საშვილოსნოს ყელში ინფექცია შესახლოა გახდეს. ამ შემთხვევაში ემბრიონი უნდა ჩაინერგოს საშვილოსნოში, თუმცა შესაძლოა დაფეხმძიმების შანსი მაინც დაბალი იყოს, ან გაიზარდოს ნაადრევი მშობიარობის რისკი.

თუმცა იშვიათად, სისხლის შედედებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული სისხლდენა და ამას სპეციალისტის ყურადღება სჭირდება.


თუ კი არასდროს გაქვთ მენსტრუალური ციკლი?

დღე: იშვიათად ან არასდროს
ოვულაციის მაჩვენებელი: შესაძლოა, ოვულაცია არ ხდებოდეს
რისი მაჩვენებელია ციკლის არარსებობა? ოვულაცია არ ხდება, ან რაღაც კეტავს სისხლის მიმოქცევას. პაციენტს პრობლემა ექმნება განაყოფიერებასთან ჩარევის გარეშე.
რა იწვევს ციკლის შეჩერებას?
როცა ქალს არ აქვს მენსტრუაცია, ეს ზოგჯერ გამოწვეულია არასაკმარისი წონით სხეულის მასის ინდექსის (BMI) სტანდარტის მიხედვით. სხეულს სჭირდება გარკვეული რაოდენობის ცხიმი გამრავლებისა და მენსტრუალური ციკლისთვის. ნებისმიერ ჰორმონალურ დისბალანსს, რომელიც იწვევს არარეგულარულ ციკლს, შეუძლია ციკლის სრულიად შეჩერება.

წონა არ არის ერთადერთი მიზეზი. თუ ქალს არასდროს ჰქონია სისხლდენა, შესაძლოა მას პრობლემა ჰქონდეს საშვილოსნოზე ან ვაგინაზე. თუ ქალს ჰქონდა და შეუწყდა ციკლი, მაშინ პრობლემა თვითონ საშვილოსნოზე იქნება (მაგალითად ნაწიბური ქსოვილზე, ) ან ნაადრევი მენოპაუზა იქნება მიზეზი. თუ საშვილოსნო არ ჩამოყალიბებულა ან მენოპაუზა მოხდა, ფეხმძიმობა შეუძლებელია.
თუ თვიური საშვილოში ნაწიბურიანი ქსოვილის გამო არ აქვს ქალს, მაშინ ნაწიბურიანი ქსოვილი უნდა იქნას მოშორებული, რათა შესაძლებელი გახდეს იმპლანტაცია.

თუ დარღვეული გაქვთ მენსტრუალური ციკლი, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს ცდილობდით დაორსულებას, უნდა ნახოთ ექიმი.

არარეგულარული ოვულაცია ან საერთოდ მისი არ ქონა ხდის კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ძალიან რთულს ჩარევის გარეშე.
ყველა ქალმა 35 წლამდე, რომელსაც ნორმალური ციკლი აქვს და ერთი წლის ცდის მიუხედავად ვერ დაორსულდა, აუცილებლად უნდა ნახოს უნაყოფობის მკურნალი სპეციალისტი.
თუ ხართ 35 წლის ან მეტის ნორმალური ციკლით და 6 თვიანი მცდელობა თქვენთვის წარუმატებლად დამთავრდა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს.


ნორმალური მენსტრუაცია მიანიშნებს იმაზე რომ ოვულაცია ხდება, თუმცა სხვა მიზეზებიცაა, თუ რატომ ვერ ფეხმძიმდებით და ისინიც კარგად უნდა შეფასდეს.

0
241
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0