x
image
ეკა ლაცკა
"ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი…”- ლეგენდა, სახელად ბელა მირიანაშვილი
image

ბელა, ეს სახელია, ქალისა - ულამაზესი სხეულითა და ისეთივე სულით.

კახი , ეს სახელია კაცისა, რომელიც ამ ქალის სხეულსა და სულზეა სამარადისოდ შეყვარებული.

“,


მათ სიყვარულზე ლეგენდა შეიქმნა, ბევრი დაიწერა, ითქვა....

და ალბათ, ეს თემა არასდროს გახდება ამოწურული.

image

მეოთხე კურსზე ყოფილა კახი კავსაძე, როდესაც ინსტიტუტის ფოიეში თვალი მოუკრავს შვილის ნუკრივით დამფრთხალი, სიფრიფანა ბელა მირიანაშვილისთვის და თითქოს მაშინვე თვალთ დაბნელებია.

დიდხანს უხმოდ ერტფოდა თურმე. საუბარსაც კი ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მთელი ძალა მოიკრიბა და მეგობრებთან ვახშამზე მისულმა საჯაროდ განაცხადა, გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლიაო.

ბელა და კახი შეუღლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბელა მირიანაშვილს უკვე ჰყავდა შვილი ნანუკა ხუსკივაძე, ამას წყვილისთვის ხელი სრულებითაც არ შეუშლია.

image


მაგრამ მოხდა ის, რაც ალბათ მხოლოდ იმიტომ უნდა მომხდარიყო, რომ ამ ორთა სულიერი სიძლიერე ბოლომდე გამოეცადა.

ირაკლიზე ორსულობა ბელა მირიანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მას საშინელი ვირუსი შეხვდა, ანტიბიოტიკებს არ იღებდა, რომ ნაყოფი არ დაზიანებულიყო. გრიპი გართულდა და ფილტვების ანთებაში გადაუვიდა. მკურნალობამ ანთება კი ჩაუქრო, მაგრამ რთული მშობიარობის შემდეგ ბელას ჯანმრთელობა გაუარესდა.

სად არ წაიყვანა კახიმ, რა არ იღონა. გერმანიაშიც კი ჰყავდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა...

image

თვალსა და ხელს შუა ქრებოდა ბელას ულამაზესი სხეული...

რამდენს ფიქრობდა მსახიობი...

როგორ ენატრებოდა სცენა, ფილმი... ძველებური ქროლვა...

მას 6 ფილმში და რამდენიმე სპექტაკლში მოესწრო და მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მაყურებელს ის უკვე უზომოდ უყვარდა.

image

...

„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის, “

- წერდა ბელა და მართლაც....

სწორედაც რომ მხოლოდ სიყვარული იყო, რაც მას აძლებინებდა...

მუდამ შეყვარებული რაინდივით დასტრიალებდა კახი თავზე. პატარა ბავშვით ხელში აჰყავდა და გულში იხუტებდა. მის ასეთ მზურველობას ხშირად თავად ბელაც კი ვერ უძლებდა. "შენი გზა მოძებნე, ცოლი შეირთე, მე აღარაფერი მეშველება"-ო ხშირად ასეც კი ეუბნებოდა ქმარს. კახი კი მის სიტყვებს არაფერად აგდებდა. სულ ეხუმრებოდა, - მაინც ვერ მომიცილებ თავიდანო...

ისინი ახერხებდნენ ბედნიერებას!

image

ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა.

1992 წლის აგვისტოს ბოლოს მან მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს დაურეკა და თბილისში ჩასვლა სთხოვა. კახი მიხვდა, რაღაც ხდებოდა ბელას თავს, მაშინვე დატოვა გადასაღები მოედანი და თბილისში დაბრუნდა.

მარიამობის დამდეგს ისინი ერთად შეხვდნენ..

ეს მათი ერთად ყოფნის უკანასკნელი დღესასწაული იყო...

...

ბელა 27 აგვისტოს გარდაიცვალა.

image

მაგრამ...აქ არ სრულდება ლეგენდა, სახელად ბელა მირიანაშვილი...

რადგან არ გარდაცვლილა კახის ძლიერი და მარადიული სიყვარული...

...

"ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ…

ეს ძალზე ინტიმურია.

როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ

ჩვენ ორმა...

საოცრად მშვიდად…"

"ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი…”

კახი კავსაძე

image


0
413
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0