x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პირველი უნივერსიტეტები ევროპაში

XII საუკუნის ბოლოდან ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა სამართლისა და მედიცინის სფეროსათვის სპეციალური განათლების მქონე პირთა მომზადება. დიდ ქალაქებში ტაძრებთან არსებული სკოლები თანდათან გადაკეთდა ზოგად და მოგვიანებით, უმაღლეს სკოლად - უნივერსიტეტად. თავდაპირველად უნივერსიტეტს „საყოველთაო სკოლას“ ეძახდნენ. ასე ეწოდებოდა იმიტომ, რომ მისი კარი ღია იყო ევროპის ყველა ქვეყნის ახალგაზრდისთვის.

უნივერსიტეტის პირველი ჩანასახი გაჩნდა ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ ბოლონიაში XI საუკუნის 80-იან წლებში. ბოლონიის უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ცნობილი იურისტის ირნერიუსის ლექციების საფუძველზე. ირნერიუსი მეფის კარზე არსებული კანცელარიის მოხელე იყო. მან 1088 წელს დაიწყო სასწავლებელში ლექციების კითხვა. უნივერსიტეტს ჰქონდა ბევრი წარუმატებლობები, თუმცა მისი როგორც უდიდესი განათლების კერის მოშლა ვერავინ მოახერხა. დღესდღეობით ბოლონიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთ უმდიდრეს ბიბლიოთეკად მიიჩნევა. ისტორიულად იგი ცნობილია როგორც კანონიკური და საზოგადოებრივი სამართლის საუკეთესო სწავლებით.

კლასიკური სახით სტუდენტთა და მასწავლებელთა ასოციაცია პარიზში გაჩნდა XIII საუკუნის დასაწყისში. უკვე 1200 წელს არსებობდა პარიზში უნივერსიტეტი, რომელიც იყო „ფილოსოფოსთა მექა“ და „ახალი ათენი“. 1274 წელს კი ყალიბდება პარიზის, სორბონის უნივერსიტეტი ღვთისმეტყველების ფაკულტეტით ღარიბი სტუდენტებისათვის. იგი დააარსა ლუი XI -ის კარის მოძღვარმა როდერ დე სორბონიმ. დღეს დაყოფილია 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად 1970 წლის რეფორმების საფუძველზე, თუმცა ცამეტივე უნივერსიტეტს საერთო რექტორი და მმართველი საბჭო ჰყავს. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას. იგი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად.

პირველი გერმანული უნივერსიტეტი კი იყო პრაღის იგივე კარლის უნივერსიტეტი. ისიც ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1348 წელს დაარსდა. ამ წლის 7 აპრილს კარლ პირველმა, ბოჰემიის მეფემ (მოგვიანებით ცნობილი, როგორც კარლ IV, წმინდა რომის იმპერატორი) გამოსცა ბრძანება ამ დაწესებულებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების შესახებ. იგი ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტების მოდელზე შეიქმნა და 1349 წელს გაიხსნა. შემდგომში წარმოიშვა ვენის, ჰაიდელბერგისა და კიოლნის უნივერსიტეტები. ვენის უნივერსიტეტი დაარსდა 1365 წლს რუდოლფ მეოთხის მიერ, უნივერსიტეტს ასევე არაფორმალურად „ჰოპტუნისაც“ უწოდებენ. რუპრეხტისა და კარლის სახელობის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი კი უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე. დაარსებულია 1386 წელს. ჰაიდელბერგი იყო მსოფლიო მასშტაბის ლიბერალური უნივერსიტეტი. ეს განპირობებული იყო არამარტო უცხოელ სტუდენტთა მრავალრიცხოვნებით, არამედ ჰაიდელბერგის განსაკუთრებული სულითაც, ინტერდისციპლინარული საუბრებით, რომლებიც ინსპირირებული იყო მაქს ვებერისა და მისი მეგობრების მიერ.

XIII საუკუნის დამდეგს დაარსდა ინგლისის უძველესი უნივერსიტეტები ოქსფორდსა და კემბრიჯში. დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს. ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამეორინი, ინდირა განი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. კემბრიჯის უნივერსიტეტი კი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.იგივ სავარაუდოდ 1209 წელს შეიქმნა ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ. კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან:ისააკ ნიუტონი, ფრენსის ბეკონი, სტივენ ჰოკინგი, ჩარლზ დარვინი, ფრენსის კრიკი, ჯეიმზ უოტსონი, მორის უილკინსი

ადრეულ პერიოდში უნივერსიტეტების დარსების თარიღის დადგენა ძნელია, რადგანაც ხელისუფლება ოფიციალურად არ აცხადებდა მათ დაარსებას. XIV საუკუნიდან ხერხდება მათი დაარსების თარიღის დადგენა. XV საუკუნის დამლევისთვის კი დაახლოებით 60 უნივერსიტეტი არსებობდა აქედან 25 პროცენტი გერმანიაზე მოდიოდა.

0
199
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია ნანა
შენგელია ნანა
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0