x
რა უშლით ხელს ზოდიაქოს ნიშნებს ოჯახის შექმნაში ?
image


ვერძი


ვერძები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებიან, სავსე ჯიბეს, დრაკონისხელა ქარიზმას და ასევე სექსუალურ კონსტიტუციას. მათკენ კი ჯამბაზები, უმაქნისები და სხვა ტიპის მარგინალები მიიწევენ. ასაკის მატებასთან ერთად საუკეთესოს იღებენ.


კურო



კუროს საერთოდ არაფერი უშლის ხელს ოჯახის შექმნაში. ყველაფერი იოლია: იღებ მამაკაცს, უმზადებ გემრიელ ჩახოხბილს, საძინებელში უჩვენებ კარგ ფიზიკურ მომზადებას, ყიდულობ ბეჭედს, უკეთებ მამაკაცს თითზე, როცა სძინავს, მის პასპორტში შტამპს არტყამ და ვუალა- ოჯახი არის! აი მაშინ, თუ სიძეს ხელბორკილით გათბობის რადიატორზე მიაბამთ, ის ყველაზე ერთგული და უბიწო იქნება. ბედნიერებისთვის კიდევ არის რამე საჭირო?


ტყუპები


რად უნდათ ტყუპებს ოჯახი, თუ ბავშვებთან ჯდომა მოსაწყენად ეჩვენებათ, საჭმლის მომზადება უინტერესოა, უკანალი კი რბილი დივანის ნაცვლად დაუვიწყარ მოგზაურობებში და თავგადასავლებში ექაჩებათ? მოხუცებულობაში კი ჭიქა წყალს ენოტიც მოუტანთ, თუკი გაწვრთნიან.


კირჩხიბი


ნასვამი, ჭუჭყიანი, ბოლო თეთრები ჯიბეში, თან ეგზისტენციალური კრიზისიც აქვს- ვირჩევ! კირჩხიბს ძალიან უყვარს, როცა რაღაც ძალიან ცუდისგან შედევრს ქმნის, მერე კი სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავს მასზე. "ის" კი ხელს არასდროს სთხოვს. რატომ უნდა გაართულოს ყველაფერი, თუ ასეც კარგად გრძნობს თავს?


ლომი


ლომებს ქმარი და შვილები საერთოდ არ უნდათ, მათ ერთგული მონები სჭირდებათ, ატროფირებული პირადი აზრებით. შეიძლება ოჯახის შექმნა მონებთანაც მოინდომონ ლომებმა, მაგრამ ყველა თვალში თითის ტაკებით შეახსენებს, როგორი არაჰუმანური საქციელია ეს. ლომების განწყობის გაფუჭება კი მართლაც რომ მოულოდნელობებთანაა დაკავშირებული.


ქალწული


ქალწულებს არა მარტო ოჯახის შექმნა უჭირთ, საერთოდ ხალხთან ურთიერთობაა მათთვის ძნელი. ქალწულები ფიქრობენ, რომ სხვები ზედმეტად სულელელბი არიან. ერთდადერთი ადამიანი, ვისაც ქალწული მიიჩნევს რომ ინტელიგენტი და ინტელექტუალია, მისი გამოსახულებაა სარკეში.


სასწორი


სასწორები მუდმივად ამუხრუჭებენ. ყველაზე სასურველმა და იდეალურმა რომ ჩაიმუხლოს მათ წინ და შეეკითხოს, მზად არიან თუ არა ცოლობისთვის, მანამ სასწორები გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამ თანაცხოვრების ყველა დეტალს გაიფიქრებენ, ჩამუხლული კაცი უკვე კურომ მოიპარა და დაქორწინდა.


მორიელი


მორიელებისთვის სიტყვა "ოჯახი" უცენზურო სიტყვაა, რომლის წარმოთქმის შემდეგ რამდენიმე ნაკერი აუცილებლად დაგჭირდებათ. ქალ მორიელს აკვირვებს, რატომ უნდა გიყვარდეს ერთი მამაკაცი, თუ დანარჩენები ჯერ არ გადაშენებულან? აი, აპოკალიფსი თუ გამოჩნდა ჰორიზონტზე, მაშინ შეიძლება შეათვალიეროს მამაკაცებს შორის "ის ერთადერთი", რომელთანაც ქმარს, საყვარელს, მებაღეს ან მეზობელს უღალატებს.


მშვილდოსანი


მშვილდოსნებს ქმარიც ჰყავთ, შვილებიც, და ის საყვარელიც, რომლის მიტოვებაც უძნელდებათ. ყველა კონტინენტზე მსგავსი ეგზემპლარები არიან ისინი. მათი ერთადერთი ამოცანაა - აირჩიონ ერთი ოჯახი და შეეშვან ახლის შექმნას.


თხის რქა


როგორ შეიძლება კარიერის სიყვარულზე, ზრუნვაზე, სინაზეზე, სექსზე და ბავშვის სიცილზე გაცვლა? არ შეიძლება! – თქვეს თხის რქებმა.


მერწყული


მერწყულებს რამდენჯერაც არ უნდა სთხოვონ ხელი და გული, ყველა ჯერზე კაცებს მაინცამაინ კაცობრიობის სიყვარულს და ქალებისადმი ნდობას ართმევენ. სამაგიეროდ ამ მონაპოვარიდან მერწყული ქალები შედევრებს ქმნიან.


თევზები


ვის შეუძლია თევზების რბილი სულიერი სამყაროს გაგება? მითუმეტეს ფხიზელ მდგომარეობაში. ამიტომაც მგრძნობიარე თევზები წლები ელოდებიან რჩეულს, შეხვედრა კი სრულიად მოულოდნელი აქვთ ხოლმე - ფსიქიატრიულ კლინიკაში.







ასევე ნახეთ

ყველაზე სექსუალური ქალები მამაკაცების აზრით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


როგორ ექცევიან მამაკაცებს ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


7 მთავარი ნიშანი იმის, რომ სამყარო გისმენთ


თუ სახლში კატა გყავთ, თქვენ სექსუალური გადახრა გაქვთ! მეცნიერების ახალი აღმოჩენა


7 ხერხი სურვილების ასასრულებლად, რომლებიც აქამდე არ იცოდით


0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0