x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ევთანაზია

image
ევთანაზია არის სასიკვდილო სენით დაავადებული პაციენტისათვის სიცოცხლის განზრახ მოსწრაფება. ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილისა და ტანჯვისაგან გათავისუფლების მიზნით. არსებობს ევთანაზიის ორი სახე: პასიური და აქტიური. პასიური ევთანაზიის დროს წყდება დამხმარე თერაპია. აქტიური ევთანაზიის დროს კი გამოიყენება ისეთი პრეპარატი რომელიც აჩქარებს პაციენტის სიკვდილს. ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება აქტიური ევთანაზიის ლეგალიზაციას, რათა არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება. პასიური ევთანაზია კი დაშვებულია. ექიმებს შორის დამკვიდებულია აზრი, რომ თუ პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე შეუძლებელია, მისი გამორთვა შესაძლებელია, რადგან ხდება არა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ ტანჯვის გახანგრძლივება აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად აგვარებს. ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია(ჰოლანდია, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები), ზოგან მას მკვლელობად განიხილავენ( ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ.(გერმანია, ავსტრალია) საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური დანაშაულად ითვლება.( თუმცა შემამსუბუქებელ დანაშაულად არის მიჩნეული). ამისათვის აუცილებელია არსებოვდეს რამდენიმე პირობა: 1) მსხვერპლის მოთხოვნა უნდა იყოს არაერთჯერადი, მოთხოვნის დროს უნდა იმყოფებოდეს საღ გონებაზე. 2) ეს უნდა მოხდეს მომაკვდავის ძლიერი ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით. 3) მოთხოვნა უნდა განიხილონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ექიმებმა. ევთანაზიის საწინააღმდეგო არგუმენტები 1) მცდარი დიაგნოზი 2) დღეს უკურნებელი დაავადება შეიძლება ხვალ განკურნებადი გახდეს. 3) ევთანაზია შეუთავსებელია ექიმის პროფესიულ ფუნქციასთან. აქვე უნდა აღინიშნოს ევთანაზიასთან დაკავშირებული ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო და ეთიკური ასპექტები. ფილოსოფიური ასპექტი- თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება? რელიგიური ასპექტი- ევთანაზიას ეწინააღმდეგება ეკლესია. ადამიანი ღვთის ქმნილეებაა და ამქვეყნიური განსაცდელი ღვთის ნებითაა მოვლენილი, რომლითაც უფალი ჯოჯოხეთიდან იხსნის მათ. ეთიკური ასპექტი- როცა ვკრძალავთ ევთანაზიას, ამით ჩვენ პაციენტს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ თუ სიკვდილს ვუჭიანურებთ? სამედიცინო ასპექტი- უნდა ეცადოს თუ არა ექიმი პაციენტის გადარჩენას ბოლო წუთამდე.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0