x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134055
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ გამოიყურებიან პლანეტის ულამაზესი ქალების შვილები?-მე-2 ნაწილი
ლამაზი და ცნობილი ქალები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. თუ შვილი ჰყავთ, მათ მიმართ ინტერესი უფრო იზრდება: რამდენად დაემსგავსნენ ისინი მშობლებს? მიიღეს თუ არა დედისგან სილამაზე მემკვიდრეობით?

წარმოგიდგენთ ულამაზესი ქალების შვილების ფოტოებს:


1.მონიკა ბელუჩი და მისი უფროსი ქალიშვილი დევა კასელი

imageმონიკა ბელუჩი ორჯერ იყო გათხოვილი.პირველად იტალიელ ფოტოგრაფ კლაუდიო კარლოს ბასოზე, მისი მეორე მეუღლე კი ასევე ცნობილი მსახიობი ვენსან კასელი გახლდათ, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა: დევა და ლეონი. დევა ძალიან ჰგავს დედამისს. სულ ცოტა ხნის წინ მან Dolce & Gabbana-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მათი პარფიუმერული ხაზის წარმომადგენელი გახდა.



2.ნატაშა პოლი პატარა ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად

imageნატაშა პოლი ბევრი დიზაინერის რჩეული ტოპ-მოდელია. მისი სიარულის მანერა ყველასგან გამორჩეულია, ამიტომ “პოდიუმის დედოფალი" შეარქვს. 2011 წლიდან ის ბიზნესმენ პიტერ ბეიკერის მეუღლეა და ორ შვილს ზრდის.


3.ჯულია რობერტსი და მისი შილები

imageცნობილი მსახიობი 1993 წელს დაქორწინდა ქანთრის მომღერალ ლაილ ლოვეტზე, მაგრამ ამ კავშირმა ორ წლამდეც ვერ გასტანა. 2002 წელს მსახიობმა კვლავ შექმნა ოჯახი კინოპროდიუსერ დენიელ მოდერთან და ამჟამად სამი შვილის - ტყუპების-ჰეიზელ პატრიშის და ფინეას უოლტერის და კიდევ ერთი ვაჟის-ჰენრი დენიელის დედაა.


4.ანჯელინა ჯოლი თავის ბიოლოგიურ შვილებთან და ნაშვილებ ზაჰარასთან ერთად

imageანჯელინა ჯოლი 6 შვილის დედაა. მათგან სამი ნაშვილებია. ვაჟები: მედოქსი და პაქსი და ქალიშვილი ზაჰარა. ბრედ პიტთან ქორწინებაში კი ქალიშვილი შაილო და ტყუპები- ნოქსი და ვივიენი შეეძინა.


6.ემბერ ვალეტა ვაჟთან ერთად

imageემბერ ვალეტა 90-იანი წლების ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფოტომოდელი იყო, რომელიც Vogue-ის გარეკანზე 40-ზე მეტად მოხვდა. მისმა პირველმა ქორწინებამ 1994 წელს მოდელ ერვი ლი ბიჰანტთან ძალიან ცოტა ხანს გასტანა. მეორედ კი ფრენბურთის ჩემპიონ კრისტიან მაკკაუს დაუკვშირა ბედი, თუმცა 11 წლის შემდეგ მასაც დაშორდა. ემბერს ერთი ვაჟი ჰყავს.


7.ბრუკ შილდსი ქალიშვილებთან ერთად

image1980 წელს ბრუკ შილდსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოდელი, რომლის ფოტო Vogue-ის გარეკანზე დაიბეჭდა. 16 წლის ასაკში კი ის მსოფლიოში ცნობილი მანეკენი გახლდათ. აღიარება მოუტანა ფილმმაც “ცისფერი ლაგუნა". 90-იანი წლების ბოლოს ის ცნობილ ჩოგბურთელ ანდრე აგასიზე დაქორწინდა, თუმცა ამ ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა. 2001 წლიდან ბრუკ შილდსი ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორ კრის ჰენჩზეა დაქორწინებული. წყვილი ორ ქალიშვილს ზრდის.


7.აიშვარია რაი და მისი ქალიშვილი

imageაიშვარია რაი ცნობილი ინდოელი მსახიობი და ფოტომოდელია, რომელიც 1994 წელს “მის მსოფლიოს" გამარჯვებულიც გახდა. 2007 წელს ის ცოლად გაჰყვა აბჰიჩეკ ბაჩანს, 2011 წელს კი ქალიშვილი აარადჰია შეეძინა.


8.ადრიანა ლიმა და მისი ქალიშვილები

imageადრიანა ლიმა ცნობილი Victoria’s Secret-თან თანამშრომლობის შემდეგ გახდა. უკვე 7 წელია ის სექსუალური მოდელების სიას ლიდერობს. 2014 წელს კი მე-2 ადგილი დაიკავა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის.

პირველი ქორწინებიდან მოდელს ორი ქალიშვილი ჰყავს: ვალენტინა და სიენა.


9.ლეტიცია კასტა და მისი ქალიშვილი

imageVictoria’s Secret-ის კიდევ ერთი ყოფილი ანგელოზი, ფრანგი სუპერმოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა. მას სამი შვილი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი სატინა ფრანგი ფოტოგრაფისგან, ვაჟი ორლანდო და ქალიშვილი ათენა კი და იტალიელი მსახიობისგან სტეფანო აკორსისგან შეეძინა. 2017 წლიდან ლეტიცია მსახიობ ლუი ჰარელემზეა დაქორწინებული,


10.მერიემ უზერლი და მისი ქალიშვილი

imageმერიემ უზერლი-მსახიობი და მოდელი თურქულ-გერმანული ფესვებით. ის სერიალ “დიდებულ საუკუნეში" შესრულებული როლით გაიცნო და შეიყვარა ფართო საზოგადოებამ. მას ურთიერთობ ჰქონდა თურქ ბიზნესმენ ჯან ატეშთან, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მისულა. წყვილი 2013 წელს დაშორდა, როცა მერიემი უკვე ფეხმძიმედ იყო. მას ქალიშვილი შეეძინს, რომელსაც ლარა დაარქვა.


11.ლილი ოლდრიჯი და მისი ქალიშვილი

imageლილი ოლდრიჯი ამერიკელი ტოპ-მოდელია, რომელიც ადრიანა ლიმას მსგავსად Victoria’s Secret-თან თანამშრომლობით გახდა ცნობილი. 2011 წელს ის ცოლად გაჰყვა როკ-ჯგუფ Kings of Leon-ის ლიდერს ქალებ ფოლოუილს. წყვილი ორ შვილს ზრდის: ქალიშვილს-დიქსი პერლის და ვაჟს-უინსტონ როის.


12.ქეით ჰადსონი და მისი შვილები

imageქეით ჰადსონის პირველი ქმარი როკ მუსიკოსი კრის რობინსონი იყო, რომლისგანაც მსახიობს ვაჟი რაიდერ რასელ რობინსონი შეეძინა. ჯგუფ Muse-ის ფრონტმენ მეთიუ ბელამთან 4 წლიანი ურთიერთობის შედეგად კი მეორე ვაჟი ბინგემ ჰოუმი დაიბადა. 2018 წელს კი მსახიობს ქალიშვილი შეეძინა ხმის ჩამწერი სტუდია Lightwave Records-ის დამფუძნებლისგან დენი ფუძიკავასგან.



იხილეთ ასევე

როგორ გამოიყურებიან პლანეტის ულამაზესი ქალების შვილები? I ნაწილი

image

0
629
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0