x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ განვასხვავოთ ცოცხლად შესრულებული სიმღერა ფონოგრამისგან

image

1-მომღერლის ხმა ძალზე თანაბრად ისმის-მომღერლის ნებისმიერი ინტენსიური მოძრაობა მოქმედებს ხმაზე, საერთოდ საცეკვაო სიმღერებში ფრაზები უფრო მოკლეა ვიდრე ლირიკულ მელოდიებში, როდესაც მომღერალი დახტუნავს, აქტიურად მოძრაობს და ხმის ხასიათი საერთოდ არ იცვლება, არ ისმის მისი სუნთქვა, არ ვიბრირებს, იკარგება ან უფრო ძლიერად არ ისმის ხმა, ეს იმის მანიშნებელია, რომ შემსრულებელი ფონოგრამაზე "მღერის" ანუ მარტო პირს აღებს.


ერთხელ ელტონ ჯონმა მადონას უთხრა:"შენს კონცერტზე ვიყავი და მერე რა? ნახევარი სიმღერები ფონოგრამაზე შეასრულე" მადონამ უპასუხა:"დიახ სერ ელტონ, რადგან სცენაზე თან მე ვცეკვავ და დავხტუნავ", რაზეც ელტონმა უპასუხა:"მე კონცერტზე მოვედი არა იმისთვის, ვნახო როგორ ხტუნაობ, არამედ როგორ მღერიხარ".


ნამდვილად, ეს არ არის გამართლება, გაიხსენეთ როგორ მუშაობდა სცენაზე ფრედი მერკური, ან ჯგუფი Slipknot, ან Iron Maiden -ის სოლისტი ბრიუს დიკინსონი, როგორ დარბის სცენაზე, ამას დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 60 წლისაა და სიმღერებს რა თქმა უნდა ცოცხლად ასრულებს.



2-მიაქციეთ ყურადღება ხმის რეჟისორს-თუ საკონცერტო დარბაზში ხართ და ხედავთ ხმის ინჟინერს, მიაქციეთ ყურადღება მის მოძრაობებს, ბევრი პოპ- მომღერალი შემდეგ მანიპულაციას აკეთებს, ხალხი რომ აიყოლის და თითქოს "დაამტკიცოს" ცოცხლად მღერის, მიკროფონს მიმართავს ხალხისკენ, ამ დროს თუ ხმის ინჟინერმა პულტზე ხელის მკვეთრი მოძრაობით აწია ერთ-ერთი ღილაკი, ჩათვალეთ, რომ მიკროფონი სრული სიმძლავრითაა ჩართული, მომღერლის მაყურებელთან ცოტა ხანი ლაქლაქის შემდეგ ხმის ინჟინერი იმავე ღილაკს უკან ჩამოწევს, ანუ მიკროფონს კვლავ გამორთავს, ამ შემთხვევაშიც 100%-იანი ფონოგრამასთან გვაქვს საქმე.


"ყველა როკ-მუსიკოსი ცოცხლად მუშაობს სცენაზე, სხვათა შორის შანსონის შემსრულებლებიც კი, -აი პოპ-მომღერლების უმეტესობა ფონოგრამაზეა, მაგალითად ფილიპ კირკოროვი, მე მისი არ მესმის, კარგი მოღერალია, შეუძლია ცოცხლად სიმღერა, მაგრამ სიმღერების 30%-ს მაინც ფონოგრამით ასრულებს"-აღნიშნა პროდიუსერმა, ტელეწამყვანმა და ჯგუფ "პილიგრამის" ლიდერმა ანდრეი კოვალიოვმა.



3-საუბრობს ერთ ხმაში, მღერის სხვა ხმაში-შემსრულებლებს უყვართ მაყურებლისათვის სხვადასხვა სახის მიმართვა: "რა მშვენივრები ხარ!", "სად არის თქვენი ხელები?" და ა.შ. თუ მომღერლის სასაუბრო ხმის ტემბრი განსხვავდება სიმღერის(სიმღერის ჩაწერის დროს ათასგვარი მიქშირება და ფილტრაცია ხდება) ტემბრისგან, ეს ფონოგრამის გამოყენების უტყუარი ნიშანია. მაგალითად, ეს ხდება სატელევიზიო გადაცემების უმეტესი ნაწილის გადაღების დროს, რა დროსაც ტრადიციულად მზა საუნდტრეკია ჩაწერილი.


4-ტელეკამერა -ფონოგრამის მეგზური-თუ დაინახეთ ამწემოძრავი ტელეკამერა, თითქმის 90%-ით დარწმუნებული იყავით, იქ იქნება ფონოგრამა და თუ კონცერტია ნაკრებია, ანუ სხვადასხვა შემსრულებლები გამოდიან, მაშინ 100%-ით დარწმუნებული იყავით, რომ ცოცხალ შესრულებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რადგან შეუძლებელია აპარატურის სწრაფად გადაწყობა ყოველ მომღერალზე, სატელევიზიო პოპ-ფესტივალების უმეტესობა პლიუს ფონოგრამაზე მიმდინაროებს.


5-როგორც დისკზე-და ბოლოს ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, (მით უმეტეს თუ სიმღერას კარგად იცნობთ), თუ კომპოზიცია ყველა დეტალით ემთხვევა სტუდიურ ჩანაწერს და აბსოლუტურად ვერავითარ განსხვავებას ვერ გრძობთ, ვერც ხმის ტემბრში, ვერც არანჟირებით, ვერც კომპოზიციის ტემპით, მაშინ 100%-იან ფონოგრამასთან გვაქვს საქმე.



კირკოროვმა "ახალ ტალღა"-2019-ზე ფონოგრამასაც კი "ვერ გაარტყა"


0
247
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0