x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კონფორმულობა

image
კონფორმულობა არის ინდივიდის მიერ საკუთარი რწმენებისა ქცევის შეცვლის ტენდეცია სხვების ქცევის შესაბამისად. მაგალითად მოზარდების უმრავლესობა თავად ირჩევს ტანსაცმელს და ვარცხნილობას, თუმცა მათი უმეტესობა უფრო მეტად ისე იცვამს, როგორც მიღებულია მათ სოციალურ ჯგუფში. კონფორმულობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია მუზაფერ შერიფის კლასიკური კვლევა: ამოცანა საკმაოდ მარტივი იყო- კოლეჯის სტუდენტი ვაჟები ისხდნენ ბნელ ოთახში და უყურებდნენ სინათლის ერთ წერტილს. თითოეულ მათგანს ეუბნებოდნენ, რომ წერტილი იყო მოძრავი და მათ უნდა განესაზღვრათ ამ მოძრაობის მანძილი. სინამდვილეში წერტილი უძრავი იყო და სიბნელეში ჩანდა მოძრავი, გამოყენებული იყო აღქმის ილუზია " ექსპერიმენტი ტარდებოდა 2-3 კაციან ჯგუფებში. თითოეული მონაწილე ხმამაღლა ამბობდა თავის აზრს. პირველ ეტაპზე მონაწილეების მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაგრამ დროთა განმავლობაში, სხვების აზრის მოსმენის შემდეგ, მათი პასუხები მკვეთრად უახლოვდებოდა ერთმანეთს, რადგან მათ არ შეეეძლოთ მანძილის რეალურად განსაზღვრა. შემდგომ კვლევებში სტუდენტები თავიანთ აზრს გამოხატავდნენ წყვილებში. ამ წყვილებში მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი ცდის პირი, ხოლო მეორე ცრუ მონაწილე იყო. მას ჰქონდა მითითება- კვლევის ნამდვილი მონაწილის მიერ დასახელებულ მანძილზე მნიშვნელოვნად მაღალი ან დაბალი პასუხი ეთქვა. ასეტ პირობებსი კვლევის ნამდვილი მონაწილის პასუხი თანდათან უახლოვდებოდა ცრუ ცდის პირის პასუხებს. შერიფის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს ორაზროვან სიტუაციებში ჯგუფური ნორმებისადმი კონფორმულობა ახასიათებს. რატომ იქცევიან ადამიანები კონფორმულად? ადამიანები კონფორმულად სხვადასხვა მიზეზის გამო იქცევიან. ორი ძირითადი მიზეზია- იყო მართალი და იყო მოწონებული. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სხვების ქცევა ხშირად სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდის. ეს ცნობილია, როგორც ინფორმაციული გავლენა ანუ სურვილი იყო მართალი. მაგალითად პარიზის მეტროში ბილეთის ყიდვისას, ამერიკელი ტურისტი შეიძლება ყურადღებით დააკვირდეს პარიზელების ქცევას- სად მიდიან ბილეთის საყიდლად, რომელი გზით მიდიან სადგურისკენ და ა.შ. გარშემომყოფებზე დაკვირვება შეიძლება ტურისტს მნიშვნელოვნად დაეხმაროს, კარგად გაერკვეს პარიზის მეტროს სისტემაში. რაც უფრო მეტად ვენდობით ჯგუფის ინფორმულობას და ვაფასებთ ჯგუფის შეხედულებას, მეტად სავარაუდოა, რომ მის მსგავსად მოვიქცევით. შესაძლებელია ადამიანი საზოგადოებისტვის მისაღებად იქცეოდეს, მაგრამ მისი პიროვნული რწმენები არ იცვლებოდეს. მაშინ, როდესაც გვჯერა, რომ ჯგუფის წევრები მართლები არიან, ვცვლით როგორც ჩვენ ქცევას, ასევე მოსაზრებას. კონფორმულობის მეორე მნიშვნელოვან მიზეზია სოციალური გეთილგანწყობის მიღების სურვილი. ეს ცნობილია, როგორც ნორმატიული გავლენა. ამ დროს ჩვენს ქცევას ვცვლით იმისათვის, რომ ჯგუფისათვის სოციალურად მისაღები ვიყოთ ან შევინარჩუნოთ მისი წევრობა. მაგალითად როდესაც მეგობართან ერთად ვართ, რომელიც მკაცრად იცავს ჯანსაღი კვების სტილს, შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი გამოვიჩინოთ თევზის მიმართ, მაგრამ როცა მარტო ვართ, შეიძლება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვან საკვებს მივანიჭოთ უპირატესობა, როგორიცაა ჰამბურგერი ან პიცა. როდის იქცევიან ადამიანები კონფორმულად? კონფორმულობაზე გავლენას ახდენს ჯგუფის ზომა, ერთსულოვნება და ჯგუფთან შეჭიდულობა. ჩვეულებრივ კონფორმულობა უმრავლესობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს. ასევე თუ ჯგუფი ერთსულოვანია კონფორმულობის ხარისხი იმატებს. საკმარისია, რომ ერთი ადამიანი მაინც ანსხვავებულად მოიქცეს, რომ კონფორმულობის ოდენობა ჩვეულებრივ ხარისხთან შედარებით 4-ჯერ შემცირდეს. კონფორმულობაზე გავლენას ახდენს ის კავშირი, რომელიც ინდივიდსა და ჯგუფს შორის არსებობს. ინდივიდისთვის ჯგუფი მომხიბვლელი ხდება ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: ჯგუფის წევრების მოწონება, რწმენა, რომ ჯგუფი მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას ასევე ზრდის ნეგატიური ძალები: სხვა ალტერნატივის არარსებობა ან ჯგუფში გაკეტებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რის გამოც ჯგუფის დატოვება ვერ ხერხდება.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0