x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«როდესაც ყვითელი დომინირებს» (100 ფოტო)

ფერის სიმბოლიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. ადამიანები უხსოვარი დროიდან «ფერთა ენას» განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ანასახი ძველ მითებში, თქმულებებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ და მისტიკურ სწავლებაში ჰპოვა. გარდა ამისა, ძველად, ფერი ადამიანის სოციალური მდგომარეობის გამოსახატადაც გამოიყენებოდა. ხოლო ახლა, იმის მიხედვით, თუ პიროვნება, სამოსის შერჩევისას, რომელ ფერს ანიჭებს უპირატესობას ან უბრალოდ, რომელი ფერი უფრო მოსწონს, მისი ხასიათის განსაზღვრა შეიძლება.


image


უძველესი დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ხალხებში ფერებისადმი გარკვეული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რომელმაც ჩვენამდეც მოაღწია. ხოლო, ამჯერად, ყურადღებას ყვითელ ფერზე და მასთან დაკავშირებულ სიმბოლოებზე შევაჩერებთ.

ყვითელი — ოქროს ფერია. ეს უკანასკნელი კი, ძველთაგანვე, მზის გაყინულ სხივად აღიქმებოდა.

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ყვითელი — აპოლონის ფერი იყო. ხოლი ჩინეთში, — იმპერატორის ფერად ითვლებოდა და ყვითელი სამოსის ტარება მხოლოდ ქვეყნის მეთაურს და მისი ოჯახის წევრებს შეეძლოთ.

ყვითელი — ღალატის, ეჭვიანობის, სიმხდალის და ტყუილის ფერიც არის.

II მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ებრაელებს ყვითელი ფერის «სირცხვილის სამკლაურის» ტარებას აიძულებდნენ.

ყვითელი ფერი სიდჰართა გაუტამამ (ბუდა) თავმდაბლობის და მორჩილების სიმბოლოდ აირჩია.

ეს ფერი ავადმყოფობის სიმბოლოც არის. შავი ჭირის მძვინვარების პერიოდში, იმ სახლებს, რომელშიც დაავადებული ადამიანი იყო, ყვითელი ჯვრით ნიშნავდნენ. ხოლო გემზე აღმართული ყვითელი დროშა, იმის ნიშანი იყო, რომ მასზე ინფექციური დაავადების მქონე ადამიანები იმყოფებოდნენ.

აქვე უნდა გავიხსენოთ «ყვითელი პრესა» (იხ. სტატიის ქვემოთ ბმული. რედ.) და «ყვითელი სახლი» – იგივე, ფსიქიატრიულ საავადმყოფო. მისი კედლები ადრე ყვითლად იყო შეღებილი, რადგან ითვლებოდა, რომ ეს ფერი პაციენტებს ამშვიდებდა და სახელიც აქედან მოდის.


როგორიც არ უნდა იყოს ამ ფერის სიმბოლური დატვირთვა, ფაქტი ერთია, ის ფოტოსურათზე ძალიან ლამაზად «ჯდება», განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა ფერი «დადუმებულია»...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimage


imageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimage

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



























































































0
68
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0