x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გიორგი მამალაძე: მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება

image


“მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება“- განცხადებას ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში აკეთებს.


თორნიკე მამალაძე იმასაც ამბობს, რომ ერთ ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა მომკლავდნენ თუ დაიწყებდი საუბარს. “ჩემი შვილების და დეკანოზის შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება, “ - ნათქვამის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.


შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულისთვის მამალაძის ოჯახს მოლოდინი ჰქონდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულ დეკანოზს ამჯერად შეიწყალებდა. თუმცა, შეწყალებულთა სიაში მამა გიორგი არც ამჯერად მოხვდა. დე­კა­ნოზს შე­წყა­ლე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა წინამორბედის მსგავსად უარი უთხრა. ეს ნაბიჯი თავის დროზე არც გიორგი მარგველაშვილს გადაუდგამს.


დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცნო­ბის­თვის, მსჯავ­რდე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნით მან ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც მი­მარ­თა, რო­მელ­მაც დე­კა­ნოზს შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი უთხრა.

0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0