x
სიცოცხლე გადარჩენისთვის .

image
ტრანსგენდერმა კრისწი ლაბაძე, რომელმაც საქართველად სიკვდილს, ძალადობას, შიშსს და შეურაცხყოფას გაექცა ის ამჯერად ავსტიაში იმყოფება და როგორც ის წერს ავსტრიაშიც კი იქ მყოფმა ქართველებმა, რომლების ავტრიაში თავშესაფარს ითხოვენ მისი სიცოცხლის ხელყოფა სცადეს . როგორც ცნობილი ტრანსგენდერი კრისწი ლაბაძე თავის ოფიციალურ გვერდზე წერს იქ მყოფმა ქართველებმა მის ოთახში შევარდნა სცადე რათა გასწორებოდნენ ფიზიკურად, გარდა ამისა აყენებდნენ სიტყვიე შეურაცხოფას . გთავაზობთ მისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან პოსტს უცვლელად .

''დღეს მოვითხოვე თავშესაფარი ავსტრიაში . საქართველოდან გამოვექეცი შიშს, ძალადობასა და სიკვდილს . ჩემთვის საქართველოში დაბრუნდება არის სიკვდილის ტოლფასი, რადგან არაერთხელ ჰქონდათ ამის მცდელობა . საქართველოდან გამოვექეცი ქართველებს და ავსტრიაშიც ქართველები მემუქრებიან სიკვდილის მოსპობით. დღეს 28.08.2019 შევავსე განაცხადი თავშესაფართან დაკავშირებით და ავღნიშნე, რომ ჩემთვის ქართველებთან ყოფნა ნიშნას დეპრესიას, შეურაცხოფას, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობას, თუმცა, ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს და გადამიყვანეს ვენიდან მოშორებით ‘’ ტრაენჰკიხენ - ში ’’ სადაც იმყოფებიან ქართველები, არაბები, პაკისტანელები, რუსები,
ჩეჩნები და სხვა ეროვნების წამომადგენლები . ამავედროულად ორგანიზაციამ გამატანა ცნობა, რომ მე უნდა დავჩენილიყავი ვენაში სადაც ეწერა, რომ მე მქონდა დასარჩენი ადგილი . დღეს მისვლის თანავე თავშესაფარში, როგორც კი განმაწესეს და მომცეს ჩემი ოთახი თანამშრომლის გასვლის შემდეგ, რამდენიმე ქართველი მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რამდენიმემ კი მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხოფას და ცდილობნენ ჩემს საძინებელ ოთახში შემოვარდნას, რადგან მე ჩემს ვიდეო ბლოგში ვამბობ რეალობას თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. გარდა ამისა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ჩემს მსგავსად ითხოვენ თავშესაფარს ავსტრიაში და ისინიც იყვნენ გამწესებულები თავშესაფარში მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხოფას .
ტრაენცკიხენში მისვლის თანავე მომცეს აიდი კარტა, თუმცა, ადმინისტრაციასთან საუბრისას მითხრეს, რომ ჩემი იქ ყოფნა იყო საშიში, რადგან იქ არის უამრავი ქართველი და ადამიანები იმ ქვეყნიდან ჩამოსულები სადაც არ იციან, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად სქესისა და ორიენტაციისა თანასწორია . ასევე თანამშრომელმა მკითხა სად გავემწესებიე ქალებთან თუ კაცებთან თან აღნიშნა, რომ ჩემი იქ ყოფნა საშიში იყო . ამის შემდეგ შემომთავაზა ქალებთან ოთახში დარჩენა და თან ამაზეც დააყოლა, რომ საშიში იყო . შემდეგ მოიფიქრა, რომ მარტო გადავეყვანე ოთახში სადაც არც საპირფარეშო იყო, არც ონკანი და არაფერი. ელემენტარული პირობაც კი არ იყო სადაც ადამიანს ცხოვრება შეეძლო . ჩემთვის ეს არ არის მთავარი ჩემთვის მთავარი თავისუფლებაა და სიცოცხლის გადარჩენა . მე მაშინვე მოვითხოვე ვენაში დაბრუნება, რადგან ჩემს სიცოცხელს იქაც საფთხე ემუქრებოდა, როდესაც ქართველებმა სცადეს ჩემს ოთახში შემოსვლა მაშინვე დავტოვე თავშესაფრის ტერიტორია, რადგან ისევე, როგორც საქართველოში, ავსრიაშიც კი ცდილობდნენ გამსწორებოდნენ ფიზიკურად და მოესპოთ ჩემი სიცოცხლე, რადგან ისიცინი თვლიდნენ, რომ ქართველი არ შეიძლება იყო ტრანსგენდერი და ეს მათვის სირცხვილია . მათი აგრესია ჩემს მიმართ მაშინ გამწვავდა, როდესაც შეიტყეს, რომ ვიყავი კრისწი ლაბაძე .
ჩაბარების პროცესში არაერთხელ უთხარი თანამშრომლებს, რომ ჩემი ტრაენჰიხენში გაშვება არის საშიში, რადგან ქართველები დამზდევენ მოსაკლავად, თუმცა, მათ გადაწყვიტეს გავეშვი საერთო თავშესაფარში .

ამ მომენტი ისევ დავბრუნდი ვენაში და ისევ ვიბრძვი სიცოცხლის გადარჩენისთვი, ვიბრძვი თავისუფლებისთვის, რომელიც სიცოცხლის ფასად მიჯდება მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსგენდერი ვარ . საქართველოდან გამოვექეცი სიკვდილს და დღემდე ვიბრძვი თავისუფლებისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად . ''image
image

როგორც ტრანსგენდერი კრისწი ლაბაძე წერს, როდესაც მან თავშესაფარი მოითხოვა ის თავდაპირველად გადაიყვანეს ''ტრაისკირჰენ'' ში სადაც არის ლტოლვილთა თავშესაფარი, თუმცა, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა მან დაუყონებლივ დატოვა თავშესაფრის ტერიტორია და დაბრუნდა ვენაში. მეორე დღეს მან ასევე მის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერს, რომ ის ლგბტქ ორგანიზაციის მოთხოვნით ისევ დააბრუნეს ვენაში და დოკუმენტში შეუცვალეს საიდანაც ირკვევა, რომ მას გაჩერების უფლება აქვს ვენაში . image

ასევე გთავაზობთ კომენტარებს პოსტებიდან სადაც ადამიანებს ტრანსგედერი კრისწი ლაბაძის მდგომარეობა უხარიათ და სურთ მისი სიკვდილით დასჯა . ისინი მხარს უჭერენ იმ ქართველებს, რომლებაც მისი სიცოცხლის ხელყოფა სცადეს თავშესაფარში . image
imageimage
image

თუმცა ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომენტარებისა სადაც მის ამჟამინდელი მგომარეობა უხარიათ და მისი სიკვდილი სურთ .

ამჟამად ტრანსგენდერი კრისწი ლაბაძე ავტრიაში იმყოფება და მის სოცოცხელ საფთხე არ ემუქრება, თუმცა, გადარჩება თუ არა მისი სიცოცხლე ეს ისევ იმ ქვეყნის გადასაწყვეტია სადაც ის თავშესაფარს ითხოვს . სიცოცხლე და თავისუფლება გადარჩენისთვის ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას !

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგა გელღვიძე
გიგა გელღვიძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0