x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97309
  • ვიდეო:344150
  • სურათი:459277
რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ქლიავი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. ის საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და მისი დადებითი თვისებების ცოდნა ნამდვილად არ გაწყენდათ.

image

მაშ ასე,

ქლიავი შეიცავს შაქრებს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს, ასევე ვიტამინებს - B1, C, P, PP, E, B6, B15 და შემდეგ მიკროელემენტებს: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, ქრომი და სხვა.


ქლიავის ნაყოფი კარგი საშუალებაა ანთებისა და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, უმადობისას. ასევე გამოიყენება შარდმდენ საშუალებად და ტკივილგამაყუჩებლად. ძალზედ სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისათვის, ამისათვის უმჯობესია ჩირის სახით მიღება.


image

ქლიავის ჩირი ასევე დიდებულია ნაღვლის ბუშტისა და თირკმელების დაავადებისას, გაციებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება; და მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისათვის.



სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება სხვადასხვა ჯიშის ქლიავი და სხვადასხვა სახით, კერძოდ:


ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს რეკომენდირებულია ქლიავის კომპოტის დალევა.

image



სისხლნაკლებობის დროს გამოიყენება ლურჯ-იასამნისფერი და წითელი ნაყოფი.

image

ქლიავის ნაყოფი და წვენი გამოიყენება ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, წყლისა და მარილის გამოსადევნად.

image

შავი ქლიავი კარგი საშუალებაა გასტრიტის, კოლიტის, კუჭის წყლულისა და შეშუპების დროს. ის ასევე აწესრიგებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციასა და შრომისუნარიანობას, ამაღლებს იმუნიტეტს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას.


კალციუმისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო, ქლიავის ნაყოფი კარგი საშუალებაა სახსრების გასამაგრებლად.



ქლიავის ფოთოლი გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად. ამისათვის ფოთოლი ძმარში უნდა მოიხარშოს და იარაზე დაიდოთ, ასე ის სწრაფად შეხორცდება.



ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ, კურკაა, რადგან ის მომწამვლელია.


სტატიისათვის გამოყენებულია საიტი Agrokavkaz.ge



ასევე საინტერესოა:

მაყვალი - კენკრა, რომელიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება

image

ალუბლის ეს სასარგებლო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ

image

რა მავნებლობა გააჩნია საზამთროს და რამდენია მისი მირთმევის დღიური დოზა?!

0
1220
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
1220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0