x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მეგობარ ქალს წარმოუდგენლად ძვირადღირებული სასახლე უყიდა რუსი ოლიგარქების დაცულ დასახლებაში

image რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ თავის წინამორბედ სერდიუკოვს არ ჩამორჩა, ამასაც ჰყავს მეგობარი ქალი, რომელსაც საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს. და მაინც! ვინაა ეს ქალი ასეთი ყურადღებით, რომ სარგებლობს თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრისაგან?
შოიგუს მეგობარი ქალი სტიუარდესა ელენა შებუნოვაა. მისი რჩეული მართალია სამხედრო განათლებით ვერ დაიკვეხნის, ვერც საბრძოლო გამოცდილებით, სამაგიეროდ მკერდი მედალ-ორდენებით აქვს დაფარული და არმიის გენერლის სამხრეებს ატარებს.
ელენა უბრალოდ მეგობარი ქალი არაა, მან შოიგუს 2 შვილი გაუჩინა, ამ საჩუქრის მერე შოიგუც უფრო ხელგაშლილი გახდა-შოიგუმ შებუნოვას მოსკოვში ბინა უყიდა, რომლის ფართობი 181 კვადრატული მეტრია, არაა ხო პატარა ფართი!
ესეც არაფერი, შებუნოვას "ჟიგული" და მოძველებული "ჰონდა" სრულიად ახალმა "მერსედესმა" და "ლექსუსმა" ჩაანაცვლა.
იფიქრებთ ნახე შენ რა მდიდარი ყოფილა ეს "ოხერი" კაციო!
ამ "ოხერმა" აიღო და მოსკოვის ელიტურ დასახლება "ჟუკოვკაში" ცნობილი ოლიგარქების სასახლეების გვერდით მეგობარ ქალს სასახლე უყიდა, დიახ ამ სახლს არ შეიძლება სახლი ეწოდოს, ესაა ნამდვილი სასახლე.
შოიგუს ამ სასახლის ყიდვა სულ რაღაც 1, 5 მილიარდი რუბლი დაუჯდა, სამაგიეროდ ახლა მისი შვილები და ელენა ოლიგარქების გვერდით დაცულ სასახლეში იცხოვრებენ.
აი ასე ცხოვრობს ერთი ჩვეულებრივი სტიუარდესა, გავლენიანი მეგობარი მამაკაცის წყალობით.
ბიჭია და ვინმემ გაუბედოს კითხვა-საიდან ამხელა სასახლეო?
საიდან ამდენი ფინანსები შოიგუს ხელშიო?-იკითხავს დაკვირვებული მკითხველი. საიდან ჩემო ბატონო და გათეთრებული შავი ფულიდან, რომელი ერთი ჩამოვთვალო შემოწმებისას ერთერთი დივიზიის ბაზაზე წვეთი საწვავი, რომ არ აღმოჩნდა როგორ ფიქრობთ სად წავიდა ის საწვავი?
ადგილობრივებს, რომ ჩაედოთ ათობით, იქნებ ასობით ტონა საწვავის გაყიდვით მიღებული ფული მათ ადგილზე არავინ დატოვებდა.
ნათქვამია: "თევზი თავიდან ყროლდებაო"!
თავდაცვის სამინისტროსთან გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობისათვის შექმნილი კომპანიებიდან და კონსორციუმებიდანაც, როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ კარგად "ითბობს" ხელს სერგეი კოჟუგეტოვიჩი.
შოიგუს ჰყავს ოფიციალური მეუღლე, რომლის სურათებს ინტერნეტში ვერ ნახავთ.
ირინა ალექსანდრეს ასული შოიგუს ერთადერთი სურათი ესაა, სადავ ირინა მეუღლესთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთადაა აღბეჭდილი.

შოიგუმ და ირინამ ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. ირინა არ დგას მეუღლის ჩრდილის ქვეშ. ის შედის რუსეთის ჩნონოვნიკების ცოლებში, ყველაზე მდიდარი ქალების სიაში.
მას გააჩნია ტურისტული ფირმა «Экспо-Эм», რომლის მუდმივი კლიენტიც იყო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
ირინამ შარშან გამოიმუშავა 78 მილიონი რუბლი.о


0
1445
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1445