x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დაუჯერებელი ცხოვრებისეული დამთხვევები-ნაწილი 2
ბედისწერას ვერ გაექცევი-ლუდოვიკო XVI-ს უწინასწარმეტყველეს, რომ 21 რიცხვში გარდაიცვლებოდა.შეშინებულ ლუდოვიკოს ყოველთვის ახსოვდა ეს რიცხვი, ამ დღეს იგი საკუთარ საძინებელში იყო ჩაკეტილი, არ იღებდა არავის, გადადებული ჰქონდა ყოველგვარი ვიზიტები და საქმიანი შეხვედრები.მაგრამ მისი გადამეტებული სიფრთხილე ამაო გამოდგა, 1791 წლის 21 ივნისს ლუდოვიკო და მისი ცოლი მარია ანტუანეტა დაჭერილი იქნენ, 1792 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო 1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუდოვიკო XVI ჩამოხრჩეს.

image



დაწყევლილი ქორწილი-1867 წელს შედგა იტალიის სამეფო გვირგვინის მემკვიდრის, ჰერცოგ დაოსტას და პრინცესა მარია დელ პაცოდელლა კოსტერნას ქორწილი.ერთობლივი ცხოვრების დაწყებიდან რამდენიმე დღეში შინამოსამსახურემ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ კარისკაცმა ყელი გამოიჭრა, პირადი მდივანი ცხენიდან გადმოვარდა და მოკვდა, ჰერცოგის საუკეთესო მეგობარი მზის სხივის დარტყმისგან გარდაიცვალა....თავისთავად, ამისთანა საშინელი შემთხვევების შემდეგ ახალდაქორწინებულები ერთმანეთს ვეღარ შეეწყობოდნენ.

image




ბოროტი წიგნი-3-ედგარ პოს დაწერილი ჰქონდა მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ განიცადა კატასტროფა გემმა და საკვების გარეშე დარჩენილმა მეზღვაურებმა როგორ შეჭამეს იუნგა სახელად რიჩარდ პარკერი.

1884 წელს სიუჟეტი ზუსტად განმეორდა ცხოვრებაში, შხუნამ განიცადა კატასტროფა და მშიერმა მეზღვაურებმა შეჭამეს იუნგა სახელად....რიჩარდ პარკერი.

image



დაწყევლილი რიცხვი უფოლოგებისთვის.-უცნაურია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ბევრი უფოლოგი გარდაიცვალა ერთი და იმავე რიცხვში-24 ივნისს.მაშ ასე 1964 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა უფოლოგი ფრენკ სკალი, ავტორი წიგნისა "მფრინავი თეფშების კულისებს მიღმა".1965 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა უფოლოგი და მსახიობი ჯორჯ ადამსკი, ხოლო 1967 წლის 24 ივნისს ერთდროულად გარდაიცვალა ორი ამოს მკვლევარი, რიჩარდ ჩენი და ფრენკ ედვარდსი.

image



იმ ტყვიამ მაინც მოკლა-1883 წელს ჰენრი ზიგლანდმა შეყვარებული მიატოვა, დამწუხრებულმა გოგონამ ვერ აიტანა ღალატი და თავი მოიკლა.გოგონას ძმამ გადაწყვიტა შური ეძია და ჰენრის თოფი ესროლა, დარწმუნებულმა იმით, რომ ზიგლანდი მოკლა, ამის შემდეგ ტყვია თვითონ დაიხალა და თავი მოიკლა, თუმცა ზიგლანდი გადარჩა, ტყვიამ მსუბუქად დაუზიანა სახე, ასხლტა და ხეში გაერჭო.რამდენიმე წლის შემდეგ ჰენრიმ გადაწყვიტა ის ხე მოეჭრა, მაგრამ სირთულეებს წააწყდა, რადგან ხე საკმაოდ მსხვილი იყო.მან მარტივად გადაწყვიტა ხის მოშორება დინამიტის წყალობით.აფეთქების დროს ხეში ჩარჩენილი ტყვია გამოვარდა და ჰენრის პირდაპირ შუბლში მოხვდა.იგი ადგილზე გარდაიცვალა.

image



კომეტასთან ერთად მოფრინდა.-ცნობილი მწერალი მარკ ტვენი დაიბადა 1835 წელს.იმ დღეს, როდესაც კომეტა ჰალეი დედამიწას ესტუმრა, ხოლო გარდაიცვალა 1910 წელს, როდესაც კომეტამ ისევ ჩაუქროლა დედამიწის ორბიტას.(შეგახსენებთ, კომეტა ჰალეი ყოველ 75 წელიწადში ერთხელ სტუმრობს დედამიწას.)მარკ ტვენმა თვითონ იწინასწარმეტყველა თავის გარდაცვალების თარიღი 1909 წელს."მე მოვევლინე ამ ქვეყანას ჰალეის კომეტასთან ერთად და დავტოვებ მომავალ წელს მასთან ერთად".

image




საბედისწერო დამთხვევა -1967 წლის მაისში ახალგაზრდა ჟურნალისტს ფილადელფიის გაზეთ "ინდეპედენსისთვის" აირონ რილ-ოტერს დაავალეს 100 წლის წინანდელი მასალების გადათვალიერება, რომ რაიმე პიკანტური ან სახალისო მასალა ეპოვა, ხელმეორედ დაბეჭდისთვის, რადგან გაზეთს 100 წლის იუბილე უსრულდებოდა, აირონი ხალისით შეუდგა მასალების ძებნას, რა დროსაც ყურადღება მიიქცია 1867 წლის 14 აპრილის ნომერში ერთმა სამგლოვიარო განცხადებამ:

"გუშინ დაგვტოვა და ღმერთის სასუფეველში გაემგზავრა ცნობილი ექიმი ტიხონ ულოტ ო'პიტი, მისი მიწიერი ცხოვრება სულ 47 წელი გაგრძელდა და დატოვა მწუხარე ცოლი დიანა რწმენით, რომ იმ ქვეყნად შეხვდება და ორი შვილი."

ჟურნალისტმა გონება დაძაბა, ამერიკისთვის უჩვეულო სახელი ტიხონი სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა გაზეთ "ინდერპედენსში", უცებ გადაათვალიერა მიმდინარე წლის გაზეთები და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1967 წლის 14 აპრილის ნომერში შემდეგ განცხადება ამოიკითხა:

"გუშინ, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი-ქირურგი ტიხონ უოლტ ო'პიტი, მეუღლე დიანა ო'პიტი, ვაჟი ჯოილი და ქალიშვილი სამანტა იუწყებიან, რომ პანაშვიდები გაიმართება.."და შემდეგ მითითებული იყო თარიღი და დრო.

image


იხილე:დაუჯერებელი ცხოვრებისეული დამთხვევები-ნაწილი პირველი

0
542
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0