x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ქალი, რომელმაც ციხეში 35 წელი გაატარა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, 3 მილიონ დოლარს მიიღებს
image

68 წლის კატი ვუდსმა 35 წლიანი სასჯელი მოიხადა იმ დანაშაულისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. იგი იმ პატიმართა რიგს მიეკუთვენება რომლებიც სისტემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, იმ განსხვავებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ყველაზე დიდხანს იხდიდა სასჯელს სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.

imageკატი ვუდს რენოს კოლეჯის სტუდენტის Michelle Mitchell-ის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. გოგონა 1976 წელს მოკლეს და ამ დროიდან მოყოლებული 1979 წლამდე მიმდინარეობდა ძიება.

image1979 წელს ვუდსი მკურნალობას გადიოდა ლუიზიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც პოლიციის დეტექტივებმა, ადვილად დაარწმუნეს ყალბი ჩვენების მიცემაში, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი.


აღნიშნულ საქმეს მას შემდეგ მიუბრუნდნენ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, შესაბამის სამსახურებს საშუალება მისცა დე-ენ-ემ-ის ანალიზი გაკეთებულიყო და სხვა საქმიდან, რომელიც აღნიშნულ საქმეს უკავშირდებოდა, მტკიცებულების სახით ამოღებული სიგარეტის ნამწვის საშუალებით დაედგინათ, რომ მკვლელი რეალურად როდნი ჰალბაუერი გახლდათ. სახელმწიფო მოხელეების აზრით, ჰალბაუერმა კიდევ 5 ქალი გააუპატიურა და მოკლა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანის მკვლელობაში იქნა მსჯავრდებული.

image

2015 წელს ვუდსი გაათავისუფლეს, ხოლო ვაშოოს ოლქის კომისიამ, 4 ხმით 0-ის წინააღმდეგ, გადაწყვიტა, რომ მას ზიანის ანაზღაურების სახით 3 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

image

თუმცა ვუდსის ადვოკატი ფიქრობს, ნევადის ახალი კანონი, რომელიც მალე იქნება მიღებული, უსამართლოდ მსჯავრდებისთვის გამართლებულებს 3, 5 მილიონი აშშ დოლარის მიღების შესაძლებლობას მისცემთ.

image


ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი სახის მიდგომა დეტექტივების მხრიდან, უდიდესი დანაშაული იყო და იმედოვნებენ, რომ აღარასდროს გამეორდება.

0
797
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0