x
image
გემი დალანდი
ნივთები,რომელთა გასესხება და თხოვება პრობლემებს და უსიამოვნებებს იწვევს
image

ვალი-ეს ყველაზე უსიამოვნო ფაქტორია ადამიანების ურთიერთობაში. თანამედროვე საზოგადოებაში ძველ წეს-ჩვეულებებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, მაგრამ იქნებ ღირს ჩვენი წინაპრების ცოდნა გავიზიაროთ.

იმისთვის, რომ წარუმატებლობა, ავადმყოფობა და უიღბლობა არ მოიზიდოთ და კერია დაიცვათ, არასოდეს არ გაასესხოთ ან ათხოვოთ სხვებს ეს ნივთები:


1.სამზარეულოს მოწყობილობა


იცით თუ არა, რომ ჭურჭელი სახლის ენერგიას ინახავს? თუ სხვებს მათ ხშირად ათხოვებთ, შესაძლოა ამით წარუმატებლობა და პრობლემები მოიზიდოთ. ამიტომ, გაუფრთხილდით სამზარეულოს ჭურჭელსა თუ სხვა ნივთებს და არ გადასცეთ ისინი უცხო ხელში. ასევე არ შეიძლება გატეხილი ან გაბზარული ჭურჭლის შენახვა სახლში.

image

2.მარილი

რა მოხდა, მეზობელს მარილი დააკლდა და თქვენ მოგაკითხათ. ექსპერტების მტკიცებით კი მარილის კრისტალებს ენერგიის შეწოვა შეუძლიათ და ენერგეტიკული მეხსიერებაც აქვთ. ამიტომ, როცა მარილს სხვას უზიარებთ, მას თქვენს სასიცოცხლო ძალებს და ენერგიასაც აძლევთ.

მარილი ძლიერ მაგიურ კომპონენტადაა მიჩნეული, ამიტომ უცხო ადამიანისგან მისი მიღება არ შეიძლება. ხშირად, როცა მარილს გაასესხებენ და შემდეგ მსესხებელს უკან მოაქვს, ოჯახში სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს. ეს ძალიან საშიში სიტუაციაა!

image

3.პური

პურის გასესხებისას სიფრთხილე გმართებთ. თუ ბოლო პური, ან მისი ნახევარი დაგრჩათ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაცემა. ეს სიღარიბეს იზიდავს და შესაძლოა მალე თქვენ აღმოჩნდეთ მთხოვნელის როლში.

თუ რამდენიმე პური გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ასესხოთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს ზღურბლზე ან მზის ჩასვლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კეთილდღეობას საფრთხე ელის.image

4.საიუვილერო ნაკეთობები

ქვები და მეტალები პატრონს ეჯაჭვებიან და მფლობელის გამოცვლა არ უყვართ. ამასთან, არ გეცოდინებათ თუ რა ენერგიის მატარებელი იყო სამკაულის წინა მფლობელი. შესაძლოა სამკაული წარუმატებლობის ენერგიის მატარებელია და ეს ენერგია თქვენზეც გადმოვიდეს.

image

5.ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ადამიანები ხშირად ცვლიან სამოსს და ფიქრობენ, რომ არაფერი უჩვეულო ამაში არაა. დიახ, ეს კარგი საშუალებაა გარდერობის გასაახლებლად. თუმცა, ტანსაცმელი პირადი ნივთებია, რომელიც ისეთ ადამიანებს არ უნდა ათხოვოთ, რომელთა კეთილ განზრახვებში დარწმუნებული არ ხართ.

სამოსი იქნება თუ ფეხსაცმელი, რამოდენიმეჯერ ჩაცმის შემდეგ უკვე ჩვენი ენერგიის მატარებელია, ამიტომ, როცა სხვას ჩვენს ტანსაცმელს ვაძლევთ, მას ჩვენი ენერგიის და წარმატების ნაწილსაც ვაძლევთ. მოერიდეთ სხვისი ფეხსაცმლის ტარებას, რადგან უარყოფითი ენერგია მასში გროვდება.

image

6.ცოცხი

არსებობს მოსაზრება, რომ ცოცხმა არასოდეს არ უნდა დატოვოს სახლი. ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა მისი გადაგდება გსურთ. თუ ცოცხს სხვას ათხოვებთ, ამან შესაძლოა ფულადი სახსრების დაკარგვა და სამსახურში პრობლემები გამოიწვიოს. გარდა ამისა, სახლში არ შეიძლება 2 ცოცხის შენახვა. ესეც ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს.image

0
267
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0