x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უდანაშაულო ქალი 35-წლიანი პატიმრობის შემდეგ მილიონერი გახდა - რა მოხდა ნევადაში
image


აშშ-ში, ნევადას შტატში უდანაშაულო ქალის 35-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ მილიონერი გახდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.

29 წლის კეთი ვუდსს სტუდენტის მიშელ მიტჩელის მკვლელობის გამო, 1980 წელს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


მკვლელობა 1976 წელს მოხდა.

მოგვიანებით სასამართლომ განაჩენი გააუქმა, თუმცა 1984 წელს ზედა ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ ის მაინც ამოქმედდა.

image

რეალური დამნაშავის ვინაობის დადგენა, 2015 წელს, დანაშაულის ჩადენის ადგილზე აღმოჩენილმა სიგარეტის ნამწვის დნმ-ექსპერტიზამ უზრუნველყო.

ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მიშელ მიტჩელის რეალური მკვლელი გახლდათ როდნი ჰოლბაუერი, რომელსაც ასევე 5 ქალის გაუპატიურებასა და სხვა მკვლელობაშიც ედებოდა ბრალი.

2018 წელს როდნი ჰოლბაუერს 17 წლის პოლა ბაქსტერისა და 18 წლის ვერონიკა კაშიოს მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

image

რაც შეეხება კეტი ვუდს, ის 1976 წელს ქალაქ რინოს ბარში მუშაობდა. ეს ის ბარია, სადაც მიტჩელი მოკლეს.

ბრალდების ვერსია ეფუძნებოდა ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლის ჩვენებებს.

ადვოკატ მეიზი პასიჩის თქმით, ვუდსიმ ჩვენების მიცემისას იცრუა, რათა ცალკე პალატაში გადასულიყო.

„მას უთხრეს, რომ ცალკე პალატაში მხოლოდ განსაკუთრებით საშიში პაციენტები გადაჰყავდათ, რის შემდეგაც კეთიმ თქვა, რომ რინოში მიშელ მიტჩელი მოკლა“,

- განმარტა ადვოკატმა.

...

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს კეთი ვუდსს 3 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს.

კეტის მეორე ადვოკატი ელიზაბეთ ვანი ვუდსისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.


0
1031
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0