x
მეტი
  • 24.09.2019
  • სტატია:94872
  • ვიდეო:342702
  • სურათი:457028
ამერიკაში ელექტრონული სიგარეტის მოწევამ ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

image

აშშ-ში შტატ ილინიოსში, ექიმებმა დაასკვნეს, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა "უწყინარი" ელექტორნული სიგარეტი.


ელექტორნული სიგარეტის მოწევამ ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, აღსანიშნავია, რომ იგივე ილინოისის შტატში საგრძნობლად გაიზარდა იმ პაციენტის რაოდენობა, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარ ვეიპს ეწევიან.ძირითადად ადამიანებს სასუნთქ გზებზე ექმნებათ პრობლემები, ბოლო კვირაში სამედიცინო დახმარება დასჭირდა 22 ადამიანს, რომელთა ასაკი 18-დან 38 წლამდე მერყეობს.


"შტატი ილინოისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტისთის ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ბოლო ხანებში ეწეოდა ელექტორნულ სიგარეტს, იგი საავადმყოფოში მწვავე რესპირატიული დიაგნოზით მოათავსეს"-ნათქვამი უწყების ოფიციალურ საიტზე.


ორშაბათს, აშშ-ს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში (CDC) განაცხადეს, რომ აშშ-ს სამედიცინო ორგანოები იძიებენ ფილტვების დაავადებების შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონულ სიგარეტის მოხმარებასთან. განცხადების თანახმად, დაავადება ძირითადად ახალგაზრდებს ემართებათ. CDC-ის სპეციალისტები წარმოქმნილ პრობლემას იძიებენ ვისკონსინის, ილინოისის, კალიფორნიის, ინდიანასა და მინესოტას ჯანდაცვის დეპარტამენტებთან ერთად.


კიდევ რამდენიმე შტატი დაუკავშირდა ჯანდაცვის უწყებას დაკავშირებული დაავადებების შესაძლო, მაგრამ ჯერ კიდევ დაუდასტურებელ შემთხვევებთან დაკავშირებით.


ამ დროისთვის, ცნობილია, რომ 28 ივნისიდან 15 აგვისტომდე შეერთებულ შტატებში ფილტვების დაავადებების 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ავადმყოფთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, მათგან 30 მარტო ვისკონსინში ცხოვრობს, თუ რატომ არის ამ შტატში ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჯერჯერობით დაუდგენელია.

1
71
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
71
  
30 აგვისტო, 16:43
ერთი გუგულა ბიცოლა უნდათ მაგათ რომ აუკრძალოს სიგარეტი და მისთანები, თან გაუძვიროს
0 1 1