x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიშა მშვილდაძის ტელევიზიას მაუწყებლობის ლიცენზია მიენიჭა, სადაც ჩცდ-ს იხილავთ
image


მიშა მშვილდაძის ტელევიზიას, რომლის უკანაც ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი მოიაზრება, მაუწყებლობის ლიცენზია მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჯერ არ დაკონკრეტებულა ტვ „მესამე“ გადაკეთდება თუ არა ტელეკომპანია „ფორმულად“.


კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.


შეგახსენებთ, რომ კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ პირველ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა და განაცხადი უკან დაუბრუნა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა.



მიშა მშვილდაძის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსად გიორგი ლაფერაშვილი მოიაზრება, რომელიც მანამდე არჩევანის პროდიუსერი იყო, ნოდარ მელაძის წინ კი კურიერს ხელმძღვანელობდა.

.

განცხადებას ავრცელებს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქ გვერდიც.


"დაარსდა ტელეკომპანია "ფორმულა", სწორედ "ფორმულას" ეთერში იხილავთ სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები", - ნათქვამია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" ფეისბუქ გვერდზე.


„გვინდა, გაცნობოთ სასიხარულო ამბავი "ფორმულა კრეატივისგან", დაარსდა ტელეკომპანია "ფორმულა", სწორედ "ფორმულას" ეთერში იხილავთ სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები" . ასევე გაცნობებთ, რომ დაწყებულია მუშაობა კიდევ ერთ ახალ სერიალზე და ამ სერიალის ხილვაც ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში იქნება შესაძლებელი"


„ფორმულა კრეატივის" ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება მიიღო. "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი „ფორმულა კრეატივის" ეთერში გავა. გარდა „ჩცდ"-სა „ფორმულა კრეატივის" კიდევ ერთ სერიალს გაიღებს.

.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

1
755
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
755
  
2019, 30 აგვისტო, 14:24
ისევ ვიღაცის ცოლების დაქალები. კარგით რაააა????
0 1 1