x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვახო ბიჭიკაშვილის პასუხი მათ, ვინც “რუსთავი 2”-ში დარჩენის გამო აკრიტიკებს - "ძალიან მკაცრი ხომ არ ვიყავი"
image

“კომედი ჯგუფის” ნაწილი “რუსთავი2”-ზე დარჩა, ნაწილი კი ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გადავიდა, რასაც მაყურებლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.


ზოგი იწონებს მათ საქციელს, ზოგი კი აკრიტიკებს “რუსთავი2”-ზე დარჩენილებს.

იუმორისტი, "კომედი შოუს" მსახიობი, ვახო ბიჭიკაშვილი ერთ-ერთია იმ ჯგუფიდან, ვინც "მთავარ არხზე" არ გადავიდა და “რუსთავი2”-ში აგრძელებს მუშაობას.


“მეგობარი მეუბნება რომ ეხლა დაგაბულინგებენ და დაიკიდეო, მე ვუთხარი ტ…აკში არავის გაერჭონთქო და ძალიან მკაცრი ხომ არ ვიყავი სატელეფონო საუბრის დროს?შეიძლება ბულინგს ცოტა რომ მოუმატოთ? ჩემსკენაც დაუბეროს თორემ ჩაიხუთა” – წერს ბიჭიკაშვილი.



წინა დღეებში კი ბიჭიკაშვილი შემდეგ სტატუსს წერდა:


"ორი დღეა ქოცები მიგზავნიან მეგობრობას და როგორ დავიმატო, ნაცები წავშალო?"


ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2" "კომედი შოუს" გუნდის 11-მა წევრმა დატოვა, დანარჩენები კი კვლავ ამავე არხზე დარჩნენ.


ამის შესახებ "კომედი შოუს" "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული.


"რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო "მთავარ არხზე". წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს.

გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით

ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი "კომედი არხი" - ეწერა განცხადებაში.


რაც შეეხება დანარჩენებს, ცოტა ხნით ადრე "რუსთავი 2" დატოვეს იუმორისტული გადაცემა ვანოს შოუს წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა და შოუს მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, ასევე ვასო ფხაკაძემ, თათია სულუაშვილმა.


0
2075
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2075
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0