x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი აღმოჩენა:კორეელი მეცნიერების ახალი მეთოდით კიბოს უჯრედები ერთ დღეში განადგურდება

image
კიბოს უჯრედების სიკვდილი მოხდა თავისუფალი ჟანგბადის კონცენტრაციის გაზრდის გამო. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მეთოდი შეიძლება გახდეს ქიმიოთერაპიის ეფექტური შემცვლელი.


უჯრედის მემბრანის გარე და შიდა ზედაპირებს შორის ელექტროქიმიური გრადიენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმში. უჯრედში მისი დარღვევით ხდება პროცესების გააქტიურება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული თვითმკვლელობა - აპოპტოზი.


კორეის მოწინავე ტექნოლოგიის ინსტიტუტის (KAIST) მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ამ მახასიათებლის გამოყენებას აპირებენ კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.


Eurek Alert -ის ინოფრმაციის თანახმად, მათ წყალში ხსნადი სპირალური პეპტიდის სინთეზირება მოახდინეს კალიუმის იონების გადასატანად. უჯრედში მოხვედრისას ასეთი მოლეკულების კალიუმი შემოაქვთ გარემოში, ამავდროულად იზრდება უჯრედში კალციუმის იონების კონცენტრაცია.სინთეზური ცილა კიბოს უჯრედებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.



უჯრედებში კალციუმის მომატებული დონის შემდეგ, იწყება ჟანგბადის აქტიური ფორმების წარმოება, რაც აზიანებს შინაგან სტრუქტურებს და საბოლოოდ ახდენს აპოპტოზის სტიმულირებას.


ამ მეთოდით მკურნალობენ ექსპერიმენტულ თაგვებს, მათში აპოპტოზის გამო, სიმსივნის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა. თუ თერაპიული ეფექტი დადასტურდება ადამიანებში, ეს მეთოდი შეიძლება ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს.

ქიმიოთერაპიის შემცვლელი კიდევ ერთი მეთოდი შემოიღეს შეერთებული შტატების მკვლევარებმა. ისინი გვთავაზობენ ნანონაწილაკების შეყვანას სიმსივნეში, რომლებიც ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით თბება და კლავს კიბოს უჯრედებს. ყველა მკურნალობა ერთ დღეს ტარდება.


3
794
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
794
  
2019, 4 სექტემბერი, 19:31
დროა, თამილა, დროა დამარცხდეს და გადაშენდეს, თორემ ხომ ხედავ, რა ხდება?((
2019, 3 სექტემბერი, 16:03
კორეელები მაგრები არიან, მართალი იქნება, თუმცა რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებმაც სხვადასხვა მეთოდი შეიმუშავეს, ვგონებ მალე დამარცხდება ეს საშინელი სენი
2019, 29 აგვისტო, 22:37
ნეტა მართალი იყოს და...(
0 1 3