x
image
ელენე გუმა
"გაითვალისწინეთ, 30 აგვისტოს, 14:37 წუთზე..." - ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
image
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში მოახლოებულ ახალმთვარეობაე წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს.


ასტროლოგის თქმით, ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეებში არაფრის დაგეგმვა არ ღირს.


"გაითვალისწინეთ, 30 აგვისტოს, 14:37 წუთზე ახალმთვარეობაა ქალწულის ნიშანში!

ტრადიციულად, ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეებში (2-3 სექტემბრამდე მაინც)..არ ღირს არაფერი ახლის დაწყება..დაგეგმვა - პირიქით, ძალიან კარგია და შემდგომ უკვე, აღმავალ მთვარეზე, დაიწყეთ თქვენი მიზნების რეალიზება


შემდეგი თვე, 23 სეტემბრამდე, კარგია ანალიტიკისა და მომავლის საფუძვლიანი დაგეგმარებისთვის, რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ქალწულის პერიოდი გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს, მოვიშოროთ მავნე ჩვევები, ვიკვებოთ ჯანსაღად. ის მოითხოვს მოწესრიგებულობასა და რაციონალობას, ყოველგვარი ზედმეტობებისგან გათავისუფლებას

ვინაიდან ქალწული ნაწლავებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას განაგებს, შესაძლოა გამწვავდეს სწორედ ამ სისტემის, ასევე ინფექციური დაავადებები.

ბევრ ადამიანთან შესაძლოა უენერგიობამ, სისუსტემ, წნევის ცვალებადობამ იჩინოს თავი, ასე რომ, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები

უშუალოდ ახალმთვარეობის დღეებში თავი შეიკავეთ აკლოჰოლური სასმელებისგან, ყურადღება გამოიჩინეთ ნერვული სისტემის მიმართაც

მთლიანობაში, ამჟამად არაა დაძაბულობა, ბევრი სასიკეთო მაჩვენებელია ცის კაბადონზე, ასე რომ ბარაქიან, თბილ, კეთილ შემოდგომას გისურვებთ!

ქეთი ვაწაძე"


ახალმთვარეობა, მთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია, ვინაიდან დედამიწისაკენ მიქცეულია მისი გაუნათებელი მხარე, მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, საღამოს, დასავლეთის ცაზე ვიწრო ნამგალივით გამოჩნდება.


ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება.

0
941
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0