x
image
მაია 24
"სიყვარულში თუ ჩაიჭერი, სხვა ტესტები არაფერს ნიშნავს!" - რიჩარდ ბახის 26 გენიალური ფრაზა

image


  • შენ არასოდეს გეძლევა სურვილი, რომლის ასრულების ძალაც არ გაგაჩნია, უბრალოდ ცოტა შრომაც მოგიწევს ამ სურვილის ასასრულებლად.
  • ცხოვრება არაფერს გეუბნება, ცხოვრება უბრალოდ გაჩვენებს!
  • ერთადერთი ადამიანი, ვის წინაშეც ვალდებული ვართ ვიყოთ მართალი, ჩვენი საკუთარი თავია, იყო მართალი კიდევ ვინმეს წინაშე, შეუძლებელია.
  • ყოველი ადამიანი, ყოველი მოვლენა იმიტომ ჩნდება შენს ცხოვრებაში, რომ თავად დახატე იქ და რა უნდა უყო მათ შემდგომ, ესეც თავად უნდა გადაწყვიტო.
  • თუ გინდა ღრუბელი გააქრო შენი ცხოვრებიდან, კი ნუ ებრძვი, უბრალოდ მოდუნდი და გონებიდან გააქრე.
  • ნამდვილი სიყვარული სრულყოფილი ადამიანის პოვნით კი არა, არასრულყოფილი ადამიანის სრულყოფილად დანახვით მიიღწევა.
  • თუ მართლა გიყვარს, გაუშვი! თუკი შენია დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდა, არც არასდროს ყოფილა შენი.
  • საყვარელ ადამიანს ფრთები უნდა მისცე, რომ იფრინოს, ფესვები, რომ დაბრუნდეს და მიზეზი, რათა შენთან დარჩეს!
  • საუკეთესოდ იმის სწავლება გამოგდის, რის სწავლაც თავადაც ყველაზე მეტად გინდა.
  • არ არსებობს პრობლემა ჯილდოს გარეშე და შენ თავად დაეძებ მათ სწორედ ამ ჯილდოსა გამო.
  • არასოდეს თქვა უარი შესაძლო მომავალზე, თუკი დარწმუნებული არ ხარ, რომ იქ ვერაფერს ისწავლი.
  • ამტკიცე, რომ რაღაც არ შეგიძლია და დარწმუნებული იყავი, ვერც შეძლებ!
  • სიყვარულში თუ ჩაიჭერი, სხვა ტესტები არაფერს ნიშნავს!
  • ზოგიერთი ურთიერთობა შუშისას ჰგავს, სჯობს დამსხვრეული დატოვო, ვიდრე იტკინო ნამსხვრევების შეერთების მცდელობაში.
  • ნამდვილი სიყვარულის ისტორიებს დასასრული არ აქვთ!
  • თუკი შენი ბედნიერება სხვაზეა დამოკიდებული, დიდი პრობლემა გქონია!
  • იმისთვის, რომ გაიმარჯვო, გამარჯვებას უნდა ელოდო!
  • მოწყენილობა, შიში და რისხვა ის თვისებებია, რომლის გამოც სიცოცხლე ასე ხანმოკლეა.
  • ნურაფერს ისწავლი და მომდევნო სამყაროც ზუსტად ასეთივე იქნება, იმავე დასაზღვრულობებითა და იმავე გადასალახავი სიმძიმეებით!
  • ის, რასაც მუხლუხო სამყაროს დასასრულს ეძახის, ოსტატისთვის პეპელაა!
  • ცხოვრების უმთავრესი შეკითხვა: მე საკუთარი ცხოვრება გავიღე იმ ადამიანის შესაქმნელად, რაც ახლა ვარ. ღირდა კი ეს?
  • მეგობრის ნებისმიერი საჩუქარი, შენი ბედნიერების კეთილი სურვილია.
  • ყველაზე საშინელი ტყუილი ის ტყუილია, რომელსაც საკუთარ თავს ვაჯერებთ.
  • სიმართლეს სულაც არ უშლის ხელს სიმართლედ ყოფნაში ის, რომ ის არავინ იცის.
  • შენ გაქვს სრული თავისუფლება შეიცვალო აზრი და აირჩიო სხვა წარსული და სხვა მომავალი!
  • პატარა ტესტი იმის გასაგებად დასრულებულია თუ არა თქვენი მისია დედამიწაზე: თუ არსებობ, მისია გრძელდება.


    ასევე დაგაინტერესებთ:



  • "როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ლოცვებზე გვპასუხობენ" - ციტატების მეფის, ოსკარ უაილდის საუკეთესო ფრაზები



    • სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0