x
image
_K_
Mediator image
გამოჩნდა ახალი სახის ასფალტი, რომელიც პლასტმასის ბოთლებისგანაა დამზადებული და ჩვეულებრივ გზაზე 10-ჯერ მეტ ხანს ძლებს

imageდღეს მსოფლიო აქტიურად ებრძვის პლასტმასის ნარჩენების პრობლემას. ბრიტანულმა კომპანიამ MacRebur-მა ინოვაციური გამოსავალი იპოვა - პლასტმასის ნარჩენების ასფალტის გზებად გადაქცევა. გარდა იმისა, რომ ეს იდეა ეკო-მეგობრულია, ამ გზით დაგებული გზები უფრო ძლიერია და ჩვეულებრივ ასფალტზე 10-ჯერ მეტ ხანს ძლებს.


სტატიაში მეტს გაგაცნობთ ამ ინოვაციური იდეის შესახებ. წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥

image








ეს იდეა ნაგავსაყრელზე გაჩნდა.

ეს იდეა მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ ტობი მაკარტნის გაუჩნდა, როცა სამხრეთ ინდოეთში საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა ნაგავსაყრელებზე. შეგროვებული პლასტმასის ნაწილი გადამუშავდებოდა ღრანტეებად, რათა ერთგვარი ამომვსები ნივთიერება (ფილერები) შექმნილიყო.

image


ამ ტექნოლოგიის მიხედვით, პლასტმასის ნარჩენებისგან შესაძლებელი გახდა ასფალტის შექმნა. მისი დამზადებისას ნაკლებად წარმოიქმნება ე.წ. "ნამარხი საწვავი", რაც გარემოსთვის სასარგებლოა.


image

image

image








მარტივი იდეა განსაცვიფრებელი შედეგით

მარტივად რომ ვთქვათ, ხელოსნები იღებენ პლასტმასის ნარჩენების მასას, ფხვნიან მას და ამატებენ ასფალტ-ბეტონის სითხეში, რასაც გზის დასაგებად გამოიყენებენ ხოლმე.

image


თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ საქმისთვის ყველანაირი პლასტმასი არ გამოდგება. ის უნდა იყოს მარკირებული სამრეწველო ნარჩენად და არ უნდა წარმოადგენდეს ახალ ან გადამუშავებულ პლასტმასს. რადგანაც ასფალტმა სიცხეს უნდა გაუძლოს, პლასტმასს სპეციალურ ტემპერატურაზე ადნობენ.


მართალია, ზოგი სახეობის პლასტმასის გაჭრა შეუძლებელია, მაგრამ უმეტესობა მათგანი დამყოლია, მათ შორის შავი პლასტმასიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია. ამ ტექნიკით გზების აშენება უფრო იაფიცაა, რადგან ამისთვის გამოიყენება ნაგავი, რომელსაც ღირებულება არ აქვს.


image

image








პლასტმასის გზა vs ჩვეულებრივი გზა

პლასტმასის შემცველი ასფალტი ჩვეულებრივი გზასავით გამოიყურება, მაგრამ უფრო მოქნილია. ამის გამო, უკეთ უძლებს ამინდის მიერ მიყენებულ დაზიანებებს. ამ ტექნოლოგიით დაგებული გზა 60%-ით უფრო გამძლეა და 3-ჯერ მეტ ხანს ძლებს, რაც თავისთავად ამცირებს გზაზე ღრანტეებისა და ბზარების წარმოქმნას.

image


ამ ტექნოლოგიის გამოყენება ჩვეულებრივი გზების გარდა შესაძლებელია მანქანის პარკინგზე, ავტომაგისტრალზე, აეროდრომებსა და სარბოლო გზებზე.


image

ასეთი ინიციატივები გვაჩვენებს, რომ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ჩვენი პლანეტის გადასარჩენად.


თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება თუ არა, მსგავსი ტექნოლოგიით გზები სხვა ქვეყნებშიც დააგონ? გაგვიზიარეთ♥


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ბუნება არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას - ფოტოკრებული

image


2. 15 ფაქტი იმის დასამტკიცებლად, რომ სამყარო იმაზე უცნაურია, ვიდრე გვეგონა

image


3. ბრაზილიელმა წყვილმა 20 წელი გაატარა ტყის გაშენებაში, რის შემდეგაც ათასობით გარეული ცხოველი დაუბრუნდა სახლს

image

0
627
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0