x
image
_K_
5 მიზეზი, რატომ უნდა შეწყვიტოთ ბიუსჰალტერის ტარება
imageბიუსჰალტერი ანტიკური საბერძნეთის დროიდან არსებობს. დღეს მას თითქმის ყველა ქალი ატარებს. მათ სჯერათ, რომ ლიფის ტარებას ბევრი სარგებელი აქვს, ამიტომაც, ალბათ, გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ ბიუსჰალტერის გარეშე სიარული ბევრად უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.


სტატიაში გაგაცნობთ რიგ მიზეზებს, რატომ არის სასარგებლო ბიუსჰალტერის მოშორება. საბოლოო გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, თქვენი მისაღები იქნება.








სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.

ყველას სურს, კომფორტული ტანსაცმელი ეცვას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მჭიდროდ მოჭერილი ბიუსჰალტერი სულაც არ არის ასეთი. თუ კარგად დაფიქრდებით, გაიაზრებთ, რომ ლიფი უბრალო ნაჭერია, რომელიც მკერდის ზონაზე გვაქვს შემოჭერილი, ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, ისევე როგორც სხვა მჭიდროდ მოჭერილმა ტანსაცმელმა.


თუ ბიუსჰალტერს უარს ეტყვით, სისხლი თავისუფლად იმოძრავებს სხეულში, თქვენს მკერდს ჯანსაღი შესახედაობა მიეცემა და საერთო სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ.


image








უკეთესად გძინავთ.

ბევრი ქალი ძილის დროსაც ატარებს ლიფს. კვლევის მიხედვით, ეს მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ შემდეგში ეცადეთ, ძილის დროს მკერდიც დაასვენოთ.

image








მკერდი უფრო მოცულობითი ჩანს.

იმისთვის რომ უფრო მიმზიდველები გამოვჩნდეთ, ხშირად ვატარებთ ბიუსჰალტერს, რომელიც მკერდს მაღლა სწევს. სინამდვილეში კი იმისთვის, რომ სავსე მკერდი გვქონდეს, საკმარისია, ბიუსჰალტერს უარი ვუთხრათ. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა მკერდი ბუნებრივადაა მიშვებული, გულ-მკერდის კუნთები გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასე რომ, მართალია, მკერდი არ გაგეზრდებათ, მაგრამ უფრო მიმზიდველი კი ნამდვილად იქნებით.

image








მკერდი უფრო ძლიერი და აწეული ხდება.

პროფესორმა ჯინ-დენის როუილონმა ბესანკონის უნივერსიტეტიდან 15 წელი გაატარა ქალის ანატომიის შესწავლაში. მისი აღმოჩენების მიხედვით, თუ ქალი 1 წელი ბიუსჰალტერს არ ატარებს, მისი მკერდი ლიფის მტარებლებთან შედარებით 7მმ-ით მაღლა იწევს. იმავე შედეგს ნახავთ იაპონელების კვლევაშიც.

image








ზოგადად, უფრო ჯანმრთელი ხართ.

რადგანაც სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, თქვენი კანი და კუნთები უფრო ჯანმრთელი ხდება. გარდა ამისა, ოფლი და ჭუჭყიც აღარ გროვდება "არამსუნთქავი" ბიუსჰალტერის ნაჭრის ქვეშ. ლიფის ტარების გამო სხეულის გარკვეულ ნაწილზე კანმაც შეიძლება შეიცვალოს ფერი ან გაგიჩნდეთ მუქი ლაქები.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 სასარგებლო რჩევა გოგონებს ზაფხულისთვის

image


2. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს

image


3. როგორ გამოვიყურებოდეთ სექსუალურად და არა - ვულგარულად (14 ხერხი)

image

1
628
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
628
  
2019, 3 სექტემბერი, 22:00
ეეე საინტერესოაა
0 1 1