x
image
ნათია ჩხაიძე
Volkswagen ლოგოტიპს ცვლის. ის ისეთივე იქნება, როგორც თავდაპირველად

image

Volkswagen-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შუა სექტემბერში ფრანკფურტის უდიდეს საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოადგენს განახლებულ ბრენდის ლოგოტიპსა და დიზაინს. ერთდროულად მოხდება ლოგოტიპის შეცვლა როგორც ავტოსალონზე, ასევე ვოლსბურგის მთავარ ოფისზეც.

ფრანკფურტის ავტოსალონზე წარდგენისას ბრენდი " Volkswagen -ს ახალი ერის გახსნის" სახელით გამოვა, სადაც ახალი მანქანას, მთლიანად ელექტრონულ ჰეჩბექ ID.3-ს დღის შუქზე გამოიყვანს, რომელსაც ახალი ლოგოტიპი და დიზაინი ექნება. დიზაინის კონცეფცია, რომელსაც ახალი დევიზი აქვს «New Volkswagen» გულისხმობს "უფრო ახალგაზრდულს, უფრო ციფრულს, უფრო თანამედროვეს".

image

"ფრანკფურტის საერთაშორისო კონფერენცია გახდება გადამწყვეტი სტრატეგიული ორიენტაციის მომენტი Volkswagen-ის ბრენდისთვის. ჩვენი საქმიანობის თვალნათლივი შედეგი იქნება ID.3 და ბრენდის ახალი დიზაინი"- თქვა რალფ ბრანდშტერერმა, Volkswagen-ის მსუბუქი ავტომობილების მთავარმა საოპერაციო დირექტორმა - " ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, როდის წარვუდგენთ ახალ Volkswagen-ს საზოგადებას".

ასევე ნახეთ

"გერმანელებს ფრენის არ რცხვენიათ" - ეკო აქტივისტი გერმანელების წინააღმდეგ

2
241
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
241
  
13 სექტემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 სექტემბერი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2