x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საკულტო ფოტოები, რომლებიც სამუდამოდ დარჩა ვენეციის ფესტივალის ისტორიაში
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.


ვენეციის ფესტივალი 76 წელია რაც აღინიშნება და ის მართლაც საოცარი მოვლენაა, რადგან ამ დროს ერთად იკრიბება ყველა კინომცოდნე, საკულტო მსახიობი თუ უბრალოდ მსახიობთა გუნდი. არც წელს მოხდა გამონაკლისი და ის ჩვეული წესით ჩატარდა. 10 დღის განმავლობაში კი ცნობილი მსახიობები და საკულტო რეჟისორები კვლავ ახერხებდნენ მაყურებლის გაოცებას თავიანთი ახალი გენიალური ფილმებითა თუ უბადლოდ შესრულებული როლებით.



თუმცა, გასული ეპოქის ვარსკვლავების ბრწყინვალე შესრულებებიც იმსახურებს უდიდეს ყურადღებას. რადგან სწორედ ამ დღესასწაულის წყალობით შევიდა და სამუდამოდ დარჩა ისტორიაში ის ფოტოები, რომლებიც აღიბეჭდა და დიდი ტირაჟით მალევე მოედო მსოფლიოს.


მოდით, კიდევ ერთხელ, ერთად გადავხედოთ იმ საკულტო ფოტოებს, რომლებიც სამუდამოდ დარჩა ვენეციის ფესტივალის ისტორიაში.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






1
387
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
387
  
2019, 29 აგვისტო, 15:10
უმაგრეეეს
0 1 1