x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტურისტმა პლაჟზე შიშველ სადენს დაადგა ფეხი და დაიღუპა

imageარგენტინელი ტურისტი დაიღუპა დომინიკის რესპუბლიკაში, როდესაც პლაჟიდან სასტუმროში ბრუნდებოდა.

17 წლის არგენტინელი გოგონა მელინა კაპუტა საკუთარი ძმების თვალწონ დაიღუპა, როდესაც პლაჟიდან ფეხშიშველა მომავალმა დაადგა ფეხი დენის შიშველ სადენს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს, დენის დარტყმა სასიკვდილო აღმოჩნდა გოგონასთვის, ამჟამად გოგონას ოჯახი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.

"მიყვარხარ და მაპატიე, რომ ვერაფერი შევძელი იმისთვის, რომ ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყავი" -ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ძმა დის სიკვდილს.


აპრილის თვეში ბრიტანელმა ჯეისონ ლიმ, რომელიც გვატემალაში შვებულებას ატარებდა ანალოგიურად სადენს ფეხი დაადგა და დაიღუპა.

0
487
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0