x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95813
  • ვიდეო:343155
  • სურათი:457774
მკვლელმა დედამ 3 შვილს ესროლა, ერთი კი მოკლა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image
დღეს მოგიყვებით ამბავს, რომელმაც თავის დროზე მთელს მსოფლიოზე იქონია გავლენა.ალბათ ძალიან ძნელი წარმოსადგენია მკვლელი დედა, რომელსაც 3-ვე შვილი ემეტება სასიკვდილოდ.დაუჯერებელია, მაგრამ ეს ამბავი 35 წლის წინ ამერიკაში მოხდა.



დაიან დაუნსი 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.მას ჰყავდა 3 შვილი.2 გოგონა და ერთი ბიჭი.ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დაიანს ერთ-ერთი თანამშრომელი მამაკაცი მოეწონა.ქალი ყველაფერს აკეთებდა, რათა მისი ყურადღება მიებყრო.ბევრი ცდის შემდეგ მამაკაცმა გადაწყიტა თავად დალაპარაკებოდა დაიანს.მან უთხრა, რომ არ სურდა 3 შვილის დედასთან ურთიერთობა ჰქონოდა, რადგანაც მათზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა.გადის დრო და დაიანი საზარელ მკვლელობას ჩადის.მართალია დღემდე არავინ იცის რატომ გააკეთა ეს დაიანმა, თუმცა ერთადერთ მიზეზად ეს სახელდება.

ამბავი:

1983 წელი.დაინი საავადმყოფოში მიდის 3 მძიმედ დაჭრილ ბავშვთან ერთად.თავად კი ხელში აქვს ჭრილობა.სამწუხაროდ მისი შუათანა გოგონა, 4 წლის შერილი, გზაშივე გარდაიცვალა.უფროსი ქალიშვილი, 7 წლის ქრისტი მძიმე მდგომარეობაშია, 2 წლის ბიჭუნა დენი კი პარალიზებული.

დაიანი ძალიან, ძალიან ხშირად ჩანდა ტელევიზიაში.ის იხსენებდა იმ ღამეს, როდესაც, მისი თქმით, ღამით ბნელ გზაზე მოდიოდნენ მანქანით, ვიღაც მამაკაცმა გააჩერა და უთხრა, რომ მანქანა სჭირდებოდა, დაიანს ეს გაუკვირდა, მამაკაცმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა.

9 თვის მანძილზე ამ მოგონილ ამბავს დაიანი თითქმის ყოველ თვე ჰყვებოდა.სანამ ერთ დღესაც სიმართლე არ დამტკიცდა.


დეტალები:

პოლიციამ და არა მხოლოდ პოლიციამ, არამედ უბრალოდ ხალხმაც მაშინვე ეჭვი მიიტანეს დაიანზე.ამბავი სულ რაღაც 4 დღის მომხდარი იყო, როდესაც დაიანმა გამოძიებისთვის გაითამაშა იმ ღამეს მომხდარი.ის იციოდა და ამბობდა რომ ხელი ძალიან ეტკინა.როგორ შეიძლება დედას, რომელსაც 1 შვილი მოუკლეს, 2 კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰყავს, ამ საზარელი ღამის გათამაშების თავი ჰქონდეს?

დაიანი ყველა ინტერვიუს დროს იღიმოდა, არასდროს ჩამოვარდნია ერთი ცრემლიც კი.მხოლოდ ეს ფაქტორიც კი უდიდეს ეჭვს ბადებს ადამიანში.


აღმოჩნდა, რომ დაიანს აქვს სოციოპათიის მძიმე ფორმა.ის არ ფიქრობს არავიზე, საკუთარი თავის გარდა.არასდროს გრძნობს თავს დამნაშავედ და აქვს გაუწონასწორებელი ფსიქიკა.



დამნაშავე:

9 თვიანი გამოძიების შემდეგ დაიანის დაპატიმრება გადაწყვიტეს.ამ დროს ის თითქმის 9 თვის ფეხმძიმე იყო.მან დაახლოებით 2 კვირაში იმშობიარა, გოგონა კი მაშინვე გააშვილეს.მკვლელ დედას სამუდამო პატიმრობა, + 50 წელი მიუსაჯეს.ერთ-ერთ სასამართლოზე ძლივს გადარჩენილი ქრისტი გამოვიდა და თქვა, რომ მას და მის და-ძმას დედამ ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 35 წელი გავიდა, დაიანი დღემდე უარყოფს, რომ ეს მან ჩაიდინა.


...

ქრისტის დღეს უკვე 42 წლისაა და საკუთარი ოჯახი ჰყავს.დენი კი დღემდე პარალიზებულია.

...

დაიანი და მისი შვილები:
imageimageimageimageimageimageimageimage


დაიანის შვილი, დღეს, რომელიც მისი დაბადებისთანავე გააშვილეს:image



დაიანი დღეს:image

0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0