x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე
image

ბიბ­ლი­ის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია, რომ ის კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრე­ბუ­ლია. მისი გავ­ლე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ზე, თე­ატრზე, მუ­სი­კა­ზე და მხატ­ვრო­ბა­ზე უსა­ზღვროა. ეს არის წიგ­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა.


ამ გავ­ლე­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვე­სა­უბ­რეთ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე (ჭოლა), ლი­ტე­რა­ტო­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი გია გუ­გუშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი და­ვით ევ­გე­ნი­ძე და კი­ნომ­ცოდ­ნე ლელა ოჩი­ა­უ­რი არი­ან.


ლე­ვან წუ­ლა­ძე, რე­ჟი­სო­რი: "ბიბ­ლი­ა­ში მთე­ლი დრა­მა­ტურ­გი­აა მოქ­ცე­უ­ლი. არის ასე­თი თე­ო­რია, რომ დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი, შე­იძ­ლე­ბა 30-33 სი­უ­ჟე­ტამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ და თი­თო­ე­უ­ლი ეს სი­უ­ჟე­ტი ბიბ­ლი­ა­შია. თუ ან­ტი­კურ ხა­ნას არ ჩავ­თვლით, სი­უ­ჟე­ტე­ბი მთლი­ა­ნად ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმი­დან არის. ეს ორი წიგ­ნი იყო ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნე­ბას ეხე­ბა და არა მხო­ლოდ - თე­ატრს. აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­მა კი ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სი­უ­ჟე­ტე­ბის სინ­თე­ზი მო­ახ­დი­ნა და და­ი­ბა­და ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. თე­ატ­რში ბიბ­ლი­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი პირ­და­პირ არი­ან გა­ცო­ცხლე­ბუ­ლე­ბი. შექ­სპი­რიც კი ბევრ სი­უ­ჟეტს იღებ­და ბიბ­ლი­ი­დან და მერე ამუ­შა­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტია ვე­ნე­ცი­ე­ლი ვაჭ­რის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, სცე­ნა­ზეა გად­მო­ტა­ნი­ლი წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც, სი­უ­ჟე­ტად და პი­ე­სად არის ქცე­უ­ლი ახა­ლი აღ­ქთ­მის თით­ქმის ყვე­ლა არა­კი. მე, პი­რა­დად, ყვე­ლა­ზე დიდი შე­ხე­ბა ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟეტ­თან დოს­ტო­ევ­სკის „და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლის“ დად­გმის დროს მქონ­და. ეს პი­ე­სა სა­ბერ­ძენთში დავ­დგი.“


ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცო­დე: "მსოფ­ლი­ო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი წიგ­ნი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე იმა­ზე მეტი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს, ვიდ­რე ბიბ­ლი­ას აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ჰო­მე­რო­სი თუ შე­ე­ჯიბ­რე­ბა და ისიც ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თად. თო­მას მან­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟე­ტებს, თქვა, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა არის ორგვა­რი: ბიბ­ლი­უ­რი და ჰო­მე­რო­სუ­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არის უფრო მუქი, სევ­დი­ა­ნი, პე­სი­მის­ტუ­რი. შე­და­რე­ბით უფრო ნა­თე­ლი კი ჰო­მე­რო­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა. მისი კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, მა­გა­ლი­თად, დოს­ტო­ევ­სკი ბიბ­ლი­უ­რია, ტოლსტოი კი ჰო­მე­რო­სუ­ლი. ამის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­ხე­ვა­რი ბიბ­ლი­ის გავ­ლე­ნით არის შექ­მნი­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რაც, თა­ვის მხრივ, ორი სა­ხი­საა. პირ­ვე­ლი - ეს არის უშუ­ა­ლოდ ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა თო­მას მა­ნის „იო­სე­ბი და მისი ძმე­ბი“. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლად ბიბ­ლი­ი­დან არის აღე­ბუ­ლი და გა­და­აზ­რე­ბუ­ლი. ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­წე­რა უამ­რა­ვი სა­ხა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, შმი­ტის „პი­ლა­ტეს სა­ხა­რე­ბა“, სა­რა­მა­გუს „იე­სოს სა­ხა­რე­ბა“. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­შიც ბიბ­ლი­ის ეპი­ზო­დე­ბი პირ­და­პირ კი არ არის გა­და­ტა­ნი­ლი, არა­მედ არა­პირ­და­პირ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ბიბ­ლი­ის ძი­ე­ბი­სა და მი­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­რე­შე წიგნს ვერ და­წერს.


ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არა­ფე­რი არ­სე­ბობს და ეს მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რას არ ეხე­ბა. ასეა მხატ­ვრო­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­შიც. ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არც სერ­ვან­ტე­სია და არც შექ­სპი­რი, რო­მე­ლიც ვი­თომ თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მსგავ­სი გავ­ლე­ნის­გან. ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლი სავ­სეა ფა­რუ­ლი ბიბ­ლი­უ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით, რო­მელ­საც ხში­რად მწე­რა­ლი ვერც კი წვდე­ბა. ბიბ­ლია ის­ტო­რი­ის ქმნაა. ლი­ტე­რა­ტუ­რა კი ბიბ­ლი­ა­სა­ვით ქმნის ის­ტო­რი­ას.


გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჰო­ის­მა თქვა, რომ ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია 3 რა­ღა­ცა­ზე დგას. ესე­ნია: აკ­რო­პო­ლი­სი, კა­პი­ტო­ლი­უ­მი და გოლ­გო­თა, ანუ ქრის­ტი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ეს არის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არ მო­ი­ცავს ან­ტი­კუ­რო­ბას. ან­ტი­კუ­რო­ბი­სა და ბიბ­ლი­ის შეხ­ვედ­რით კი მი­ვი­ღეთ გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი, აღორ­ძი­ნე­ბის ხანა.


image


გია გუ­გუშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი: „ბიბ­ლია და მხატ­ვრო­ბა.. ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შთა­გო­ნე­ბის უწყვე­ტი წყა­რო!.. სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ძვე­ლი და ახა­ლი... კლა­სი­კა და მო­დერ­ნი... მე ყო­ველ­თვის ვი­მე­ო­რებ, რომ არ­სე­ბობს რე­ლი­გია, არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბა! ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის გახ­ლავთ, რომ, მი­უ­ხე­და­ვად „კა­ნო­ნი­კუ­რად აღ­წე­რი­ლი“ და და­სუ­რა­თე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ქმნი­ლე­ბი­სა, ის უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და! თა­ნა­მედ­რო­ვე არტი ხომ „ძვე­ლი მიგ­ნე­ბე­ბის“ სხვა სა­მე­ტყვე­ლი ენით ამ სიღ­რმე­ებს ინარ­ჩუ­ნებს... დიახ, ბიბ­ლია გვას­წავ­ლის და გვა­თა­ვი­სუფ­ლებს!“


დათო ევ­გე­ნი­ძე, მუ­სი­კო­სი: „ბიბ­ლი­ის გავ­ლე­ნა მუ­სი­კა­ზე“ - ეს სი­ტყვე­ბი თით­ქოს პა­ტა­რაა და რე­ა­ლო­ბას შე­სა­ბა­მი­სად ვერ გა­მო­ხა­ტავს. ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არც ერთი გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სი არ არ­სე­ბობს. რი­ტუ­ა­ლურ მუ­სი­კა­ზე რომ არ ვი­სა­უბ­როთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ე­რო მუ­სი­კაც გაჟ­ღენ­თი­ლია ბიბ­ლი­ით. ამ წიგ­ნით საზ­რდო­ობს მთე­ლი სამ­ყა­რო. ძვე­ლი აღ­თქმა ახ­ლო­საა არაქ­რის­ტი­ა­ნებ­თან, ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის კი ორი­ვე წიგ­ნი საღვთო წიგ­ნია. ბიბ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. მუ­სი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა 5 პრე­ლუ­დია და­წე­როს, რო­მე­ლიც არ არის ფორ­მით რი­ტუ­ა­ლუ­რი და ეკ­ლე­სი­უ­რი, მაგ­რამ ის მა­ინც გან­მსჭვა­ლუ­ლია ბიბ­ლი­ით.


მე, პი­რა­დად, 18 წლის ასაკ­ში დავ­წე­რე „ვარ­დი სი­ლა­ში“, რო­მე­ლიც რექ­ვი­ე­მი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან არის ბიბ­ლი­ით გან­მსჭვა­ლუ­ლი. ჩემი დის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ასე­ვე, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი მაქვს „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“. ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ში კი არა, სა­ერ­თოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ამ გე­ნი­ა­ლუ­რი წიგ­ნის გა­რე­შე.


image


ლელა ოჩი­ა­უ­რი, კი­ნომ­ცოდ­ნე: პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვათ, რომ ბიბ­ლი­ას არა მხო­ლოდ კი­ნო­ზე, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე აქვს ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა. აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ორი­ვე, რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი აღ­თქმა. თით­ქმის ყვე­ლა თემა, თით­ქმის ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი, რო­გო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი და რო­გო­რი და­შო­რე­ბუ­ლიც უნდა იყოს პირ­ველ­წყა­როს, მა­ინც ბიბ­ლი­ის დიდი გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ყვე­ლა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში არ­სე­ბობს, ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი­და­ნაა ამოზ­რდი­ლი.


ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი­დან 60-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში, ზო­გა­დად, კინო გა­ნიც­დი­და ძა­ლი­ან დიდ აღ­მავ­ლო­ბას. და ამ პე­რი­ოდ­ში­ვე ევ­რო­პუ­ლი და არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი კინო და­უბ­რუნ­და პირ­ველ­სა­წყისს, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და კრი­ზი­სის ეპო­ქა­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეძებს გა­მო­სა­ვალს. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დად­გა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლიზ­მის ხანა და მერე ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­ნო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის ძი­ე­ბის გზე­ბი ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟე­ტებს და­უბ­რუნ­დნენ, იმ საყ­რდე­ნებს, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ა­შია. სწო­რედ ამი­ტომ მე-20 სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უფრო იმე­დი­ა­ნია და მო­მავ­ლის ხსნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.“

გა­ნუ­ზომ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა არა მხო­ლოდ წა­ი­კი­თხოს, არა­მედ ეცა­დოს, გა­ი­აზ­როს ბიბ­ლი­ის ტექ­სტი, რაც ობი­ექ­ტურ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს ბიბ­ლი­ას გან­მარ­ტე­ბე­ბით. პრო­ექ­ტი 15 ტო­მის გა­მო­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. წიგ­ნე­ბი 23 სექ­ტემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ფასი 13.5 ლარი (გა­ზეთ­თან ერ­თად 15 ლარი) იქ­ნე­ბა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს იქ­ნე­ბა გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც მკი­თხველს წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.


„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­მარ­ტე­ბე­ბის ტექ­სტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბი, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

1
236
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
236
  
2019, 29 აგვისტო, 14:20
ბერძენიშვილი ათეისტია, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია ძმასთან ერთად.
0 1 1