x
image
Lerato
სხვისი ხელის სინდრომი – ადამიანის ყველაზე უცნაური დაავადება

ეს რთული, ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, მას ზოგჯერ "დოქტორ სტრეინჯლავის სინდრომსაც" უწოდებენ – პერსონაჟი სტენლი კუბრიკი სფილმიდან, რომელსაც უცნაური მოვლენები ხდება თავს: მისი ერთი ხელი ხან თვითნებურად მოულოდნელად ზემოთ იწევა და ნაცისტურად ესლმება ხალხს, ხან კი საკუთარ მფლობელს ახრჩობს. თუმცა, მიუხედავად სიტუაციის კომიკურობისა, რომელშიც დოქტორი სტრეინჯლავი ხვდებოდა, სხვისი ხელის სინდრომში სასაცილო ნამდვილად არაფერია – აღნიშნული დაავადება ნამდვილად შემაშფოთებელი და ნაკლებად შესწავლილია.




image


რას წარმოადგენს ეს დაავადება


სინდრომის გამოვლენა სხვადასხვაგვარად ხდება, მაგრამ უმეტესად პაციენტის მიერ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე კონტროლის დაკარგვით ხასიათდება. უფრო ხშირად მსგავს "თვითნებობას" ერთი ხელი ავლენს, რომელიც ისეთი მოქმედებების კეთებას იწყებს, გონებას რომ არ ექვემდებარება. ჩვეულებრივ ეს არის აგრესიული ან მოუხერხებელი გამოვლინებები, რომელიც ზიანს აყენებს ან ხელს უშლის ადამიანს.



მაგალითისთვის, სამედიცინო პრაქტიკაში არსებულ ორ შემთხვევას გამოვყობთ: ერთ-ერთი პაციენტი, პროფესიით პიანისტი, ჩიოდა რომ მისი მარჯვენა ხელი სულ სხვა რამეს უკრავდა, ვიდრე მას სურდა. მეორე პაციენტს, ხანშიშესულ მამაკაცს, პრობლემები კითხვასთან დაკავშირებით გაუჩნდა – მაშინ როდესაც მოისურვა ერთი ხელით წიგნი გადაეფურცლა, მეორე, ე.წ. "უცხო" ხელი მას ხურავდა კაცის სურვილის საწინააღმდეგოდ. გასული საუკუნის ბოლოს ბევრი ამის მსგავსი კიდევ უფრო უცნაური ფაქტები დაფიქსირებულა.




ვინ და როდის აღმოაჩინა


პირველად ეს დაავადება აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა კურტ გოლშტეინმა ჯერ კიდევ შორეულ 1908 წელს. საკუთარ წიგნში – " მთლიანობის პრინციპი მედიცინაში, " მან 57 წლის პაციენტის საინტერესო ისტორია ახსენა. ქალი ყვებოდა თუ როგორ გაეღვიძა იმის გამო, რომ საკუთარი ხელი მის დახრჩობას ცდილობდა და ამ მოქმედების კონტროლი მას საერთოდ არ შეეძლო.



მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა მეტად აღარ განმეორებულა, გოლშტეინმა ჩათვალა, რომ პაციენტს ფსიქიკური გადახრები ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. მხოლოდ ქალბატონის სიკვდილის და გვამის გაკვეთის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ტვინში დარღვევები ჰქონდა – კავშირის დაზიანება ორ ნახევარსფეროს შორის. მეცნიერმა ივარაუდა, რომ ეს იყო მიზეზი აღნიშნული სინდრომისა და ამჯერად ის მართალი აღმოჩნდა.



რა არის ამის მიზეზი


დღესდღეობით ამ სინდრომის განვითარების სხვა ახსნა, გარდა გოლშტეინის ჰიპოტეზისა, არ არსებობს. დაავადების გამოვლენის აღწერილი შემთხვევები მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეულია. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მისი შესწავლით ამერიკელი ფსიქოლოგები სტივენ ბრიონი და კარელ ედინიაკი იყვნენ დაკავებულები. საკუთარ ნაშრომში, "ჰემისფეროებს შორის კავშირის დარღვევა, " შემდეგი დასკვნა გააკეთეს –სინდრომი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ ტვინი აგზავნის სიგნალს კიდურებისკენ რაიმე მოქმედების გასაკეთებლად და ამ დროს არ ვითარდება მკაფიო სურვილი ზუსტად ამ ქმედების შესასრულებლად.



უფრო ახალმა კვლევებმა (როი მაქევეის ხელმძღვანელობით), რომელიც 2011 წლით თარიღდება, აჩვენა, რომ ადამიანს თავში მექანიზმი აქვს, რომელიც დესტრუქციული ქმედებებისკენ სპონტანურად გაჩენილი აზრებისა და სურვილების ბლოკირებას ახდენს. როგორც ჩანს, იმ პაციენტებს, რომელთაც სხვისი ხელის სინდრომი სჭირთ, აღნიშნული მექანიზმები მოშლილი აქვთ. სამწუხაროდ, მისი განკურნება შესაძლებელია თუ არა და რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით უცნობია.




ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა უკვდავების 6 ტექნოლოგია აღმოაჩინეს


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


რადიაციის 10 ძირითადი წყარო ჩვენს ირგვლივ, რასთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


მეცნიერებმა ინსულტისგან თავის დასაცავი ზუსტი საშუალება აღმოაჩინეს. რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს!


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0