x
არქიტექტურა შუა საუკუნეების ევროპაში

image

შუა საუკუნეების არქიტექტურაში, უმნიშნელოვანესი ადგილი უჭირავს სასულიერო ნაგებობებს. ქრისტიანული არქიტექტურა, ხელოვნების სხვა სახეებთან ერთად კატაკომბებიდან დაიწყო. ნელ-ნელა განსხვავებებიც გაჩნდა და დაიყო აღმოსავლურ და დასავლურ არქიტექტურად. აღმოსავლური სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. XI საუკუნიდან კი აღმავლობას იწყებს კათოლიკური აქრიტექტურა. მცირე ზომის ბაზილიკები ჩაანაცვლა დიდმა ტაძრებმა. ხუროთმოძღვრები დასახლებებისა და ქალაქების ზრდასთან ერთად აფართოებდნენ ტაძრებს, რათა იქ მეტი მორწმუნე დატეულიყო.

IX-XIII საუკუნეების ევროპაში ერთმანეთი შეცვალა ორმა ძირითადმა არქიტექტურულმა სტილმა: რომანულმა და გოთურმა. XIII საუკუნემდე ევროპაში ძირითადად ტაძრები და ეკლესიები რომაულ სტილზე შენდებოდა. რომანული სტილი წამოიშვა ჯერ კიდევ X საუკუნეში ოტოების გერმანიაში. რომანული ტაძრების კედლები იყო მასიური, თაღები გრანდიოზულ სვეტებს ეჭირა. ეს ტაძრები მოგვაგონებდა რომანულ მშენებლობებს და ამიტომ უწოდებდნენ მათ რომანულ სტილს. მძიმე, სქელი კედლები, ვიწრო მომრგვალებული სარკმელებითა და მათზე დაშენებული კოშკებით, ღვთის ციხესიმაგრის შთაბეჭდილებას ქმნის. ეს ეკლესიები წარმოადგენდნენ შუა საუკუნეებში ყველაზე მაღალ შენობებს და ნერგავდნენ მორწმუნეებში კათლიკური ეკლესიის ძლიერების რწმენას. რომანული ტაძრების მშენებლობა ხანგრძლივი იყო მაგალითად: შპაიერის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1030 წელს და დასრულდა 1110 წელს, მისი კოშკის სიმაღლეა 73 მ. 1981 წელს, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც „საღვთო რომის იმპერიის მნიშვნელოვანი რომანული არქიტექტურის ძეგლი“.

გოთური სტილი (ძველი გერმანული ბარბაროსი ტომების გოთების სახელიდან მოდის) წარმოიშვა ჩრდილო საფრანგეთში XII საუკუნის შუა ხანებში და აქედან გავრცელდა მთელ ევროპაში. ამ სტილის ტაძრები უზარმაზარი იყო, მათი წაწვეტებული გუმბათები ზეცისკენ მიემართება, რათა აქეთ მიაპყრონ მლოცველების გულისყური. ჩაბნელებული, რომანული ტაძრებისგან განსხვავებით, გოთური ტაძარი იყო ჰაეროვანი გასხივოსნებული ვეებერთელა ფანჯრებით. გოთური სტილი, განსხვავებით რომანული სტილისგან საყრდენი სვეტებით ხასიათდებოდა და არა სქელი კედლებით. მომრგვალო თაღების ნაცვლად აგებდნენ მახვილკუთხა თაღებს, რომელსაც ისრების გადაკვეთა ქმნიდა. ტაძრის შიგნით კოშკებზე განლაგებული იყო წმინდათა და გამოჩენილ ადამიანთა ქანდაკებები. გოთური ტაძრები ამშვენებს ევროპის დიდ ქალაქებს: პარიზს, სტრასბურგს, კიოლნს, რეიმსს, პრაღას და ა.შ

როგორც რომანული სტილის ტაძრები, ასევე გოთურის მშენებლობაც ხანგრძლივად მიმდინარეობდა. მაგალითად: სტრასბურგის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1200 წელს. ერთი კოშკი, რომლის სიმაღლეც 142 მ აღწევს, დასრულებულა 1439 წელს, ხოლო მეორე კოშკის აშენება ვერ მოახერხეს მოქალაქეებმა. იგი მეექვსე უმაღლესი ტაძარია მსოფლიოში.

XIII საუკუნეში გოთური სტილი ჯერ კიდევ შედარებით უბრალო და მარტივია. XIV საუკუნეში ის უფრო რთული და პომპეზური ხდება.



0
573
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია ნანა
შენგელია ნანა
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0