x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
8 სექტემბრიდან გვარამიას არხი ეთერში „იბერიას“ შენობიდან გავა
image


ამ წუთებში ტელეკომპანია „იბერიას“ შენობაში გაფართოებული თათბირი დასრულდა, სადაც რუსთავი 2-ის ყოფილი სახეები და ნიკა გვარამია იმყოფებოდნენ. მათ შენობა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დაათვალიერებინა.


"მთავარი არხი" მაუწყებლობის სავარაუდოდ 9 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ახლადდაფუძნებული არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაუდასტურა. მისი თქმით, დროის დაკარგვას არ აპირებენ. არხი დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან გავა ეთერში.

.


"იბერიის ტექნიკა იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზაზა (ოქუაშვილი) პარტნიორობაზე აუცილებლად წამოვა და ამ ტექნიკით შემოვა ჩვენს კომპანიაში. ამ ეთერის დათმობითაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ჩემი აზრით და თუ იმასაც გადაწყვეტს, და შევთანხმდებით ბოლო-ბოლო, ჩემი აზრით ამით ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარებაში"- თქვა გვარამიამ.

.

მისივე განცხადებით, "ახალ არხზე" რჩება "კურიერის", "პოსკრიპტუმისა" და "კომედი შოუს" მთავარი გუნდი ჩნდება.

.

ამასთან ცნობილია, რომ არხზე განახლებული ფორმატის გადაცემას წაიყვანს "ნანუკას შოუს" ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. "ახალი არხის" ეთერში ვიხილავთ ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის გადაცემას.


მუსიკალური მეგაშოუ "მხოლოდ ქართული", რომელიც ნიკა გვარამიას საკუთრებაა ამჯერად "მთავარ არხზე" გავა. გვარამია ამბობს, ვინც უნდა იყოს "მთავარ არხზე" ისინი ახლადდაფუძნებულ არხზე რჩებიან.

.

"ვინც ვიცი, რომ უნდა იყვნენ, ისინი არიან. დანარჩენებზე ვერ გეტყვით"- გვითხრა "ახალი არხის" გენერალურმა დირექტორმა.


გვარამიას თქმითვე, "აუცილებლად უნდათ, რომ არხზე ახალი სახეებიც გამოჩდნენ". ცნობილია, რომ „მთავარ არხს“ უკვე აქვს გარანტირებული ყოველთვიური ბიუჯეტი.

.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ “მთავარი არხის” ლიცენზირების შესახებ მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. ახალი არხის დამფუძნებლების განმარტებით კი მათ ამგვარი განცხადება საერთოდ არ სჭირდებათ - რადგან გვარამიას არხი ლიცენზიას უკვე ფლობს. არხი ბინას დიღომში, ასტრა პარკის შენობაში დაიდებს. გასართობმა ცენტრმა ფართი უკვე დაცალა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვიდრე შენობა კეთილმოეწყობა, შესაძლოა გვარამიას არხმა მაუწყებლობა „იბერიას“ შენობიდან დაიწყოს.
.
საიდან აქვს გვარამიას ახალი ლიცენზია? 2019 წლის აპრილის თვეში მათ ახალი ლიცენზია მიიღეს, რომელზეც „კომედი არხი“ ხელახლა აღდგა. თუმცა, ლიცენზია მხოლოდ გასართობი პროგრამების ეთერში გაშვებას ითვალისწინებს, ამდენად, გვარამიას მოუწევს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს და არა ახალი ლიცენზია.
.
“კომუნიკაციების კომისიას მივმართეთ. მოხდა “შპს კომედი არხის” ლიცენზიის მოდიფიცირება. “კომედი არხი” მაუწყებლობდა და მას გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია. ანუ “კომედი არხი” გახდება “მთავარი არხი” და მოხდება ამ ლიცენზიის მოდიფიცირება”, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
კომედი არხის სიხშირის მოდიფიცირების შესახებ კომუნიკაციების კომისია ღია სხდომაზე იმსჯელებს. გადაწყვეტილება, რამდენად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თავის მხრივ ნიკა გვარამია ღიად ამბობს, რომ თუ საინფორმაციო ლიცენზიას არ მისცემენ, ის ეთერში საინფორმაციო გამოშვებებს მაინც გაუშვებს.
,
„არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია, არ მომცემენ ლიცენზიას, მაინც გავუშვებ საინფორმაციოს. პირდაპირ ვამბობ, ფეხებზე მკიდია ეს გადაწყვეტილება, “ - აღნიშნა გვარამიამ.
.
რუსთავი 2-ზე დარჩენილი კომედი გრუპის თანამშრომლები მაყურებელს გუშინ დაპირდნენ, რომ კომედი არხი ძველ სიხშირეზე მალე აღადგენს მაუწყებლობას.. მათი ძველი ლიცენზია კი ტვ „მესამემ“ დაიკავა, რომელსაც მიშა მშვილდაძის ფორმულა კრეატივი ამუშავებს.
,
„ფორმულა კრეატივიც“ ახალი ლიცენზიის მოლოდინშია.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ასევე შესულია განაცხადი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ნაწილის მიერ დაკომპლექტებულ კიდევ ერთ არხზე, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის და სადაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები გავა”.
,
არხს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე აქვს მოთხოვნა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს მოამზადებს. “ფორმულა კრეატივის” გუნდში იქნება “რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ახალ არხზე ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ჩაიბარებს.
0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0