x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჩემი შრომის მასწავლებელი გაიოზა ცოტა ხელმოკლედ ცხოვრობდა და წარა-მარა ფულს გვთხოვდა ბავშვებს..

image
"ჩემი შრომის მასწავლებელი გაიოზა ცოტა ხელმოკლედ ცხოვრობდა და წარა-მარა ფულს გვთხოვდა ბავშვებს..
ხან შალაშინი იყო საყიდელი, ხან ხერხის პირი, ხან "სტამესტკა"..
მოკლედ მამაჩემი სულ წუხდა ამაზე და დიდი ხვეწნის შემდეგ მაძლევდა ხოლმე ფულს...
ახალი მიტანილი გვქონდა თარაზოს ფული და გაიოზას ძმამ ცოლი შეირთო მოულოდნელად (როგორც მერე გაირკვა ვიღაც შეეტენა და აუცილებლად უნდა ექორწინა)
ჰოდა, ეტყობა ფული დაჭირდა გაოზას და დილით თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა კლასში, რკინეულობის მაღაზიაში ცამეტიანი ხერხის პირები მიუღიათ და ვიყიდოთ, თორემ მერე აღარ იქნებაო..
საღამოს ისევ მივადექი მამაჩემს..
მამაჩემი როგორც ყოველთვის დასაბმელი გახდა..
მეზობლებიც კი შემოვიდნენ ლალაზოს გასაყვანად, იფიქრეს ხომ არ ჩხუბობენო...
მე, ყველა საგანში ორიანებით ვიყავი გამოტენილი.. მხოლოდ შრომაში მეწერა ოთხიანი და ვეხვეწე მამაჩემს, ნიშანს ნუ გამიფუჭებ მეთქი..
იმ დროისთვის ახალი გამოსული იყო უძინართა მზე და სრულიად ერიც და ბერიც გივი სიხარულიძის იმ ფრთიან ფრაზას იყენებდა 25 სანტიმეტრიანზე..
მოკლედ, მამაჩემმა 2 სანტიმეტრი კიდევ წაუმატა გივისას და გაიოზასთან დამაბარა:
აგერ 27 სანტიმეტრიანი მაქვს და ყოველი თვის ბოლოს შემოიაროსო!
მე ვიფიქრე ხერხის პირზე ამბობდა და წავედი სიხარულით სკოლაში...
ჩვენი ტელეფონის ნომერში იყო ციფრები
27 47 89
ჰოდა, რომ არ დამვიწყებოდა "ზომა" ტელეფონის ნომრით დავიმახსოვრე, მაგრამ მაინც ამერია და გაიოზამ ფული რომ მომთხოვა მე ვუთხარი:
მამაჩემს 47 სანტიმეტრიანი ქონია და ყოველი თვის ბოლოს შეუარე მეთქი...
გაიოზამ მითხრა:
კი მარა, ყ.ე აბია თუ ყ.ეს აბია, რა უბედურებაა 47 სანტიმეტრიო?!
მერე კაი ხანს კინგკონგიჩს მეძახდა გაიოზა..
თუმცა, მთავარი მაინც ის იყო რომ ნიშანი არ გამიფუჭდა და ოთხიანი გამომაყოლა წლის ბოლოს...."- ბლოგერი დავით სამხარაძე


0
147
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0