x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"30-ს გადაცილებული ქალები, არიქა გვიანდებაო და პირველივე შემხვედრ მუტრუკზე ქორწინდებიან"
image

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში "single"-ის განმარტებაზე წერს და ქართული სტერეოტიპების ჭრილში განიხილავს.


მისი თქმით, სინგლ არის სინგლ და არა სასწრაფოდ დასაოჯახებლები და ხამები.


"ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს, არსებობს ინგლისური სიტყვა single, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც "დასაოჯახებელი" :დ

პირდაპირი თარგმანია - მარტო მყოფი, ქორწინებაში არ მყოფი, მარტოხელა, ა.შ. ყველა ენაზე ასე ითარგმნება თითქმის და აი გამოდის, რომ ჩვენი ერია გაშმაგებული ქორწინებაზე და ცხოვრების მთავარ არსად ჩვენ ვთვლით?


წარმოიდგინეთ რამდენი პრობლემა მოჰყვება ამ ბნელ სტერეოტიპს:

- 30-ს გადაცილებული ქალები, არიქა უკვე გვიანდებაო და პირველივე შემხვედრ მუტრუკზე ქორწინდებიან
- ნატყაპუნები ხალხი ოჯახს არ ანგრევენ, ინსტაგრამის ფოტოებზე გავიღიმებ, დალურჯებებზე ვიტყვი, რომ კარს დავეჯახე და ოჯახს მაინც არ დავანგრევ, მეზობლებს არ გავახარებო :დ
- ერთმანეთი ბეზრდებათ, ქმარი "ბოზებში" დაეთრევა, მერე ქალიც იწყებს ძრომიალს ჩუმად და ნუ მთავარია, რომ ხალხისთვის დასანახი ოჯახი ჰყავთ.
- 20 წლის ასაკში ქორწინებები, მერე მამის ნაყიდი ჰიგიენური პაკეტები ცოლისთვის.
- გარიგებები, ათასი უბედურება, ტანჯვა, წამება...

როცა ერთხელ ვცხოვრობთ ეს დედააფეთქებული. და ამ ერთ ცხოვრებასაც მეზობელი ცისანას გამოგონებულ იდიოტი სტერეოტიპების მონობაში ვატარებთ.

გინდა გყავდეს გვერდით? იპოვე! არ ხარ დარწმუნებული, ან დიდად არ მოგწონს? გაიარე, სად გეჩქარება, ვინ დაგიწესა დედლაინი. მარტო გინდა ყოფნა? იყავი!

მთელი ევროპა მივიდა იმ აზრამდე, რომ ან აღარ ქორწინდება, ან 30-35 წლიდან იწყებენ ამაზე ფიქრს, ისევ ბავშვებისთვის.

განათლების ამბავია, ინტელექტისაც და კიდეც ბევრი რამის. ჰოდა, ვეიქ აფ ჯორჯია რაა, სინგლ არის სინგლ, სასწრაფოდ დასაოჯახებლები და ხამები - თქვენკენ მოიკითხეთ. "

0
355
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0