x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მსოფლიოში ერთადერთი“: ჯინ ჰილიარდის ისტორია, რომელიც გაიყინა და კვლავ გაცოცხლდა

image

ზოგიერთი ისტორია იმდენად არარეალურად გვეჩვენება, რომ ხანდახან, მათი დაჯერებაც კი გვიჭირს. მაგრამ ფაქტი ერთია, უცნაური ისტორიები ნამდვილად ხდება, რადგან ამის არა მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულება, არამედ თავად, ცოცხალი მოწმეებიც არსებობენ. სწორედ ასეთი დაუჯერებელი ამბავი გადახდა თავს, ბევრი წლის წინ, ამერიკელ, 19 წლის გოგონა ჯინ ჰილიარდ. ერთხელ, ის არა მხოლოდ გაიყინა, არამედ მთლიანად, ნამდვილი ყინულის ქერქით დაიფარა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადარჩენა მაინც შეძლო.


image

ერთ სუსხიან, ზამთრიან ღამეს როცა ჯინი ახლობლებისგან სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად გზაში მანქანა გაუფუჭდა, მართვის კონტროლი დაკარგა და გზიდან, პირდაპირ ღრმა თოვლში გადავარდა. ორმოში ჩავარდნილი მანქანა აღარ იქოქებოდა. მაშინ გოგონამ მეგობრის სახლამდე ფეხით მისვლა გადაწყვიტა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 3 კმ -ში ცხოვრობდა. ძლიერ ყინავდა, თუმცა, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ამიტომ შუაღამეს, ნახევრად გაყინულ გზას ფეხით დაადგა. საკმაოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ, მეგობრის სახლიდან ხუთ მეტრში, ძალაგამოცლილი, უგონო მდგომარეობაში მიწაზე დაეცა. მისი ნახვა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. გოგონას მთელი სხეული ყინულით ჰქონდა დაფარული.


image


მეგობარმა ჯინი დაუყონებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა გაყინულ გოგონას პირველი დახმარება აღმოუჩინეს. პაციენტის თვალები შუქზე არ რეაგირებდნენ, თუმცა, მისი გულისცემის სიხშირე წუთში 12 დარტყმას შეადგენდა. ინექციის გაკეთება ან წვეთოვანის დადგმა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვინაიდან გაყინულ კანში ექიმები პაციენტისთვის ნემსის შეყვანას ვერ ახერხებდნენ.


image


ექიმებმა გოგონა თბილ საბანში შეახვიეს და სიტუაცის, თავად იქვე, შორიახლოდან აკვირდებოდნენ. შემთბარი ჯინი გონზე მალევე მოვიდა, მისი ტვინი საერთოდ არ დაზიანებულა, ხოლო ხელ-ფეხი ნორმალურად ფუნქციონირებდა. სამწუხაროდ, პაციენტს ფეხის რამდენიმე თითის ამპუტაცია დასჭირდა, ვინაიდან მოყინული ადგილები გათბობის შემდეგაც არ რეაგირებდნენ.


image


სპეციალისტებმა, ჯინ ჰილიარდის ისტორიას, ნამდვილი სასწაული უწოდეს. სავარაუდოდ, ექსტრემალურ სიტუაციებში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმი ნელდება, რათა ადამიანის ორგანიზმი გადარჩეს. ჩვენი სხეულის შესაძლებლობები ბოლომდე ჩვენ თავადაც არ ვიცით და მისი მრავალი რესურსი საფუძვლიანად შესწავლილი, სამწუხაროდ დღემდე არ არის.


image





0
158
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
158