x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აქვს თუ არა ლიცენზია და რა სიხშირეზე იმაუწყებლებს „მთავარი არხი“?

image


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ “მთავარი არხის” ლიცენზირების შესახებ მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. ახალი არხის დამფუძნებლების განმარტებით კი მათ ამგვარი განცხადება საერთოდ არ სჭირდებათ - რადგან გვარამიას არხი ლიცენზიას უკვე ფლობს. არხი ბინას დიღომში, ასტრა პარკის შენობაში დაიდებს. გასართობმა ცენტრმა ფართი უკვე დაცალა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვიდრე შენობა კეთილმოეწყობა, შესაძლოა გვარამიას არხმა მაუწყებლობა „იბერიას“ შენობიდან დაიწყოს.
საიდან აქვს გვარამიას ახალი ლიცენზია? 2019 წლის აპრილის თვეში მათ ახალი ლიცენზია მიიღეს, რომელზეც „კომედი არხი“ ხელახლა აღდგა. თუმცა, ლიცენზია მხოლოდ გასართობი პროგრამების ეთერში გაშვებას ითვალისწინებს, ამდენად, გვარამიას მოუწევს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს და არა ახალი ლიცენზია.
“კომუნიკაციების კომისიას მივმართეთ. მოხდა “შპს კომედი არხის” ლიცენზიის მოდიფიცირება. “კომედი არხი” მაუწყებლობდა და მას გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია. ანუ “კომედი არხი” გახდება “მთავარი არხი” და მოხდება ამ ლიცენზიის მოდიფიცირება”, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
კომედი არხის სიხშირის მოდიფიცირების შესახებ კომუნიკაციების კომისია ღია სხდომაზე იმსჯელებს. გადაწყვეტილება, რამდენად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
თავის მხრივ ნიკა გვარამია ღიად ამბობს, რომ თუ საინფორმაციო ლიცენზიას არ მისცემენ, ის ეთერში საინფორმაციო გამოშვებებს მაინც გაუშვებს.
„არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია, არ მომცემენ ლიცენზიას, მაინც გავუშვებ საინფორმაციოს. პირდაპირ ვამბობ, ფეხებზე მკიდია ეს გადაწყვეტილება, “ - აღნიშნა გვარამიამ.
რუსთავი 2-ზე დარჩენილი კომედი გრუპის თანამშრომლები მაყურებელს გუშინ დაპირდნენ, რომ კომედი არხი ძველ სიხშირეზე მალე აღადგენს მაუწყებლობას.. მათი ძველი ლიცენზია კი ტვ „მესამემ“ დაიკავა, რომელსაც მიშა მშვილდაძის ფორმულა კრეატივი ამუშავებს.
„ფორმულა კრეატივიც“ ახალი ლიცენზიის მოლოდინშია.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ასევე შესულია განაცხადი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ნაწილის მიერ დაკომპლექტებულ კიდევ ერთ არხზე, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის და სადაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები გავა”.
არხს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე აქვს მოთხოვნა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს მოამზადებს. “ფორმულა კრეატივის” გუნდში იქნება “რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ახალ არხზე ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ჩაიბარებს.
0
330
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0