x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"R2 ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?"
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გავრამია სოციალურს ქსელში კვლავ ყოფილ სამსახურზე წერს.


მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიიდან წამოსულებს დასაბრუნებლად ორმაგ და სამმაგ ხელფასს სთავაზობენ.


მისივე თქმით, ამ სტილის გაგრძელებაც ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.


"R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?


ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია"- წერს გვარამია.


გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. ტელეკომპანიის დატოვებისდან მალევე გვარამიამ ახალი არხის შემქნა დაანონსა.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს.


პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".


ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრი უკვე დაარეგისტრირა და მისი ინფორმაციით ის სექტემბრიდან ამოქმედდება.


რამდენიმე დღის წინ კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.



3
571
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
571
  
2019, 29 აგვისტო, 1:24
გეთანხმები, გვარამიას ამ ქვეყანაში ხმა არ ააქვს ამოსაღები, აი ამას რომ ხმას აღებინებს და ლაპარაკის უფლებას აძლევს ის მთავრობა კი არა ყველია ყველიიიიიიი
2019, 28 აგვისტო, 12:53
შე ნაგავო, თავად წელიწადში მილიონზე მეტი, რომ მიგქონდა რა დამსახურებისათვის იღებდი ამხელა ხელფასს ტელეკომპანია თუ ვალებში იყო?
0 1 3