x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რა საერთო აქვთ არწივსა და მიზანდასახულ ადამიანს?
ბუნების კანონის მიხედვით ყველას და ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს სამყაროში. მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს.... ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ფუნქცია აკისრია...

ადამიანები განსხვავებული ინდივიდები არიან... არ არსებობენ ერთნაირი გონების, მიზნების, ფიქრების მქონე პიროვნებები. ყველას ღვთისგან შთაებერა სული და ენიჭება სიცოცხლის, ცხოვრების მადლიანი უფლება, რომელსაც როგორ წარმართავს მასზეა დამოკიდებული...

ზოგი გამოირჩევა გულკეთილობით, ეს არის მისი მთავარი სიმდიდრე, ზოგი პატიოსნებით, ზოგი გამორჩეულია კარგი გუნება-განწყობით და ზრუნავს გარშემო მყოფების სიამოვნებასა და კარგად ყოფნაზე, ზოგის ღირსება შრომისმოყვარეობაა და ეს თვისება გამოარჩევს სხვებისგან. ზოგიც ისეთი მიზანდასახულია რასაც ჩაიფიქრებს ყველაფერს აიხდენს და არასოდეს ნებდება ნებისმიერი სირთულის შეხვედრის შემთხვევაში.

მიზანდასახულობა ერთი გამორჩეული თვისებაა იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს წარმატება, წინსვლა, მრავალფეროვნება. ასეთ დროს ნებისმიერმა გადადგმულმა ნაბიჯმა უნდა გაგაძლიეროს, სუსტმა წუთებმა გამძლეობა უნდა მოგცეს და შემდეგ დაბრკოლებას უფრო დიდი შემართებით გადალახავ.


ადამიანს მიზნისკენ სწრაფვა საქმით, დაუღალავი შრომით, ენითაც კი შეუძლია, ესე ვთქვათ მოლაპარაკების გზით... მოკლედ მისაღწევ მიზანს გააჩნია, ადამიანი როდის რა მეთოდს გამოიყენებს.

მიზანდასახულ ადამიანს ერთი უნარის და ჭკვიანური მეთოდის ქონის გამო არწივს შევადარებდი... ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის რომ ყვავი არის ერთადერთი ფრინველი, რომელიც ბედავს არწივს ზურგზე შეაჯდეს და ჩაავლოს ნისკარტი კისერში.


image


არწივი არც კი ცდილობს ჩამოაგდოს, არც ებრძვის, არ ხარჯავს მასზე დროსა და ენერგიას. იგი აფრინდება და ადის სულ უფრო მაღლა და მაღლა,

და რაც უფრო მაღლა ადის, მით ნაკლები ჰაერი რჩება ყვავს სასუნთქად, იგი თანდათან კარგავს გონებას და ვარდება ძირს, იგუდება უჟანგბადობით.

პ.ს. - როცა ადამიანი თავისი მიზნისკენ მიდის, მან არ უნდა დაკარგოს დრო ვინმესთვის რამის მტკიცებაში. უნდა იაროს წინ და ზევით და ყველაფერი ზედმეტი თავისით ჩამოცილდება!

1
157
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
157
  
2019, 28 აგვისტო, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1